USD 2.7321
EUR 3.1162
RUB 3.4675
Tbilisi
1939-1940 წლების სსრკ-ფინეთის "ზამთრის ომი"
Date:  2489

1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა კავშირმა 21 დივიზიით დაიწყო მასიური შეტევა ფინეთზე, რაც ისტორიაში შევიდა "ზამთრის ომის" სახელით.

სსრკ-ფინეთის 1939-1940 წლების ომი, იგივე ზამთრის ომი (ფინ. talvisota) — შეიარაღებული კონფლიქტი საბჭოთა კავშირსა და ფინეთს შორის 1939 წლის 30 ნოემბერიდან 1940 წლის 13 მარტამდე. ზოგიერთი საზღვარგარეთელი ისტორიკოსის მიხედვით, საბჭოთა კავშირის შემტევი ოპერაცია ფინეთზე მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში. საბჭოთა და რუსულ ისტორიოგრაფიაში ეს ომი განიხილება როგორც ლოკალური ორმხრივი კონფლიქტი, რომელიც არ წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის შემადგენელ ნაწილს.

საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა - 45 გრადუსის პირობებში. ფინელებმა, ლეგენდარული მხედარმთავარ მანერჰეიმის ხელმძღვანელობით მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს წითელ არმიას. ისინი აქტიურად იყენებდნენ პარტიზანული ბრძოლის მეთოდებს. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სნაიპერმა სიმო ჰაიჰამ (ზედმეტსახელად "თეთრი სიკვდილი"), რომელმაც სნაიპერული შაშხანით მოკლა 505 საბჭოთა მებრძოლი და ამით ერთგვარი მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
 
საერთო ჯამში ფინელებმა ორთვენახევარში 127 ათასი საბჭოთა ჯარისკაცი გაანადგურეს, ხოლო 208 ათასი დაჭრეს. ამ არნახული ზარალის შემდეგ მოსკოვმა გადაიფიქრა მთელი ფინეთის ოკუპაცია, თუმცა ჩამოაჭრა მას ტერიტორიის 11%. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები 430 ათასი ფინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები და ფინეთის შიდა ნაწილში გადასახლდა.
 
ფინეთს დამოუკიდებლობის შენარჩუნება 26 ათასი საკუთარი ჯარისკაცის სიკვდილის ფასად დაუჯდა.

ამ ომში ფინეთს ფარულად სამხედრო დახმარებას უწევდა შვედეთი, ისე რომ მის მიერვე გამოცხადებული საერთაშორისო ნეიტრალიტეტი არ დაერღვია. ფინეთს საომარ მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, მაგრამ საქმე აქამდე არ მისულა. სამხედრო აგრესიის შედეგედ, სსრკ გაირიცხა ერთა ლიგიდან. ომი დასრულდა 1940 წლის მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც:

  • საბჭოთა კავშირს გადაეცა კარელიის ყელი ქალაქებით ვიბორგი და სორტავალა და რიგი კუნძულები ფინეთის ყურეში, ფინური ტერიტორიის ნაწილი ქალაქ კუოლაიავარით, ნახევარკუნძული კალასტაიანსაარენტო. ხელშეკრულების შედეგად ლადოგის ტბა მთლიანად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა.
  • სსრკ-ს არენდით გადაეცა ნახევარკუნძულ ჰანკოს ნაწილი 30 წლით სამხედრო საზღვაო ბაზის შესაქმნელად.
 
tbilisi
სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება
გლდანის რაიონის გამგეობა სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩაზე, მესამე ჩიხში გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
ღნიშნულ მისამართზე არსებული ძველი კედელი ფრაგმენტულად ჩამოიშალა, რამაც სავალი ნაწილის დაზიანებაც გამოიწვია. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, განხორციელდა დაზიანებული გრუნტის დამჭერი კედლის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა დაიწყო. მშენებარე კედლის სიგრძე 15 მეტრია, სამუშაოებისთვის კი გამგეობის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 68 000 ლარი დაიხარჯება.
 
მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way