USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
19 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
Date:  

19 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-19 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 346 დღე (ნაკიან წელში - 347).

დღის მოვლენები

  • 1419 : ასწლიანი ომი — რუენი ინგლისის მეფე ჰენრი V-ს ჩაბარდა, რითაც ნორმანდია მისი სამფლობელო გახდა.
  • 1795 : ბატავიის რესპუბლიკა შეიქმნა ნიდერლანდებში, რითაც დასრულდა შვიდი გაერთიანებული ნიდერლანდის რესპუბლიკის არსებობა.
  • 1806 : დიდი ბრიტანეთი იპყრობს კეთილი იმედის კონცხს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
  • 1829 : იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ფაუსტის პრემიერა.
  • 1853 : ჯუზეპე ვერდის ტრუბადურის პრემიერა რომში.
  • 1861 : აშშ-ს გამოეყო ჯორჯიის შტატი.
  • 1883 : თომას ედისონის მიერ აგებული პირველი ელექტრო გამანათებელი სისტემა იწყებს ფუნქციონირებას როსელში, ნიუ-ჯერსი.
  • 1915 : ჯორჯ კლოდი აპატენტებს ნეონის ნათურას სარეკლამო აბრების გამოყენებისთვის.
  • 1918 : ფინეთის სამოქალაქო ომი — პირველი სერიოზული შეტაკება წითლებსა და თეთრებს შორის.
  • 1920 : აშშ-ის სენატი კენჭისყრით ერთა ლიგაში შესვლას მხარს არ უჭერს.
  • 1923 : საქართველოში დაარსდა პროფესორ ელიავას სახელობის ვაქცინებისა და შრატების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი.
  • 1935 : კომპანია კუპერსი მსოფლიოში პირველად უშვებს მამაკაცის მოკლე საცვალს.
  • 1942 : მეორე მსოფლიო ომი — იაპონია იჭრება ბირმაში.
  • 1945 : მეორე მსოფლიო ომი — საბჭოთა ძალები ანთავისუფლებენ ლოძის ებრაელთა გეტოს. 1940 წელს 230 000 მცხოვრებიდან ნაცისტების იკუპაციას მხოლოდ 900 გადაურჩა.
  • 1948 : რუსთავში დაიწყო მეტალურგთა ქალაქის მშენებლობა.
  • 1959 : გაიხსნა საქართველოს მწერალთა მეხუთე ყრილობა.
  • 1963 : The Beatles პირველად გამოჩნდა ტელეეთერში.
  • 1966 : ინდირა განდი გახდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი.
  • 1977 : მაიამიში, ფლორიდა, თოვლი წამოვიდა. ეს პირველი შემთხვევა იყო (დღემდე) ისტორიაში, როცა ამ ქალაქში თოვლი დაფიქსირდა.
  • 1983 : კომპანია „ეპლ კომპიუტერი“ უშვებს ეპლ ლიზას — პირველი კომერციული პერსონალური კომპიუტერი, რომელსაც გრაფიკული ინტერფეისი და თაგუნა ჰქონდა.
  • 2011: სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფართომასშტაბიანმა წყალდიდობებმა 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 399 : პულხერია — ბიზანტიის იმპერიის რეგენტი
  • 840: მიხეილ III — ბიზანტიის იმპერატორი.
  • 1544 : ფრანსუა II — საფრანგეთის მეფე
  • 1798 : ოგიუსტ კონტი — ფრანგი ფილოსოფოსი.
  • 1807 : რობერტ ლი — ამერიკელი სამხედრო მოღვაწე
  • 1808 : ლიზანდერ სპუნერი — ამერიკელი პოლიტიკური ფილოსოფოსი
  • 1809 : ედგარ ალან პო— ამერიკელი მწერალი.
  • 1839 : პოლ სეზანი — ფრანგი მხატვარი, იმპრესიონისტი.
  • 1851 : ივანე დუმბაძე — რუსეთის არმიის გენერალი
  • 1883 :ჰერმან აბენდროთი — გერმანელი დირიჟორი.
  • 1886 : მისაქ მეწარენცი — სომეხი პოეტი.
  • 1905 : არჩილ ჩხარტიშვილი — ქართველი საბჭოთა თეატრის რეჟისორი
  • 1910 : ნინო რამიშვილი — ბალეტის მსახიობი, ბალეტმაისტერი.
  • 1912 : ლეონიდ კანტოროვიჩი — საბჭოთა მათემატიკოსი და ეკონომისტი
  • 1920 : ხავიერ პერეს დე კუელიარი — გაეროს გენერალური მდივანი
  • 1920 : რობერტო ლევინგსტონი — არგენტინელი პოლიტიკოსი.
  • 1927 : ვაჟა გოგოლაძე — ქართველი ლოტბარი
  • 1936 : ზიაურ რაჰმანი ბანგლადეშის პრეზიდენტი 1977–1981 წლებში.
  • 1943 : ჯენის ჯოპლინი — ამერიკელი ბლუზით შთაგონებული როკ-მომღერალი
  • 1944 : თომ მეინი — ამერიკელი არქიტექტორი
  • 1947 : ჯანი კარნევალი — იტალიელი ფეხბურთელი
  • 1949 : დენის ტეილორი — ჩრდილოეთირლანდიელი პროფესიონალი სნუკერისტი.
  • 1954 : სინდი შერმანი — ამერიკელი მხატვარი, ფოტოგრაფი
  • 1960: მაურო ტასოტი — იტალიელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი.
  • 1963 : ალექსანდრე ზალდოსტანოვი — საბჭოთა და რუსი ბაიკერი
  • 1969 : დავით ბეჟუაშვილი — ქართველი პოლიტიკოსი
  • 1969 : პრედრაგ მიატოვიჩი — მონტენეგროელი საფეხბურთო მოხელე და ყოფილი ფეხბურთელი.
  • 1977 : ნიკოლი — ჩილელი მომღერალი და მსახიობი
  • 1980 : ჯენსონ ბატონი — ბრიტანელი ფორმულა ერთის მრბოლელი
  • 1981 : ლუჩო გონსალესი — არგენტინელი ფეხბურთელი
  • 1986 : კლაუდიო მარკიზიო — იტალიელი ფეხბურთელი
  • 1987 : ართურ სარკისოვი — სომეხი ფეხბურთელი
  • 1992 : ლოგან ლერმანი — ამერიკელი მსახიობი
  • 1995 : ნიკა ჭანტურია — ქართველი ფეხბურთელი
  • 1996 : ილია კერძევაძე — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1517 : ვასკო ნუნიეს დე ბალბოა — ესპანელი კონკისტადორი და აღმომჩენი.
  • 1629 : აბას I — ირანის შაჰი
  • 1986 : ჰელგასონი, იოუნ — ისლანდიელი პოეტი და ფილოლოგი
  • 1990 : ჩანდრა მოხად რაჯნისი — ინდოელი რელიგიური მოღვაწე
  • 2022 : გასპარ ულიელი — ფრანგი მსახიობი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებლობა : ნათლისღება.
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way