საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციეტნი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 244 ადამიანი.
„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 870 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 011 კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 859 PCR ტესტით,“ – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 204 003 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 171 526 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 002 გარდაიცვალა.