USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
18 დეკემბერი: 2 635 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი
Date:  489

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 635 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციეტნი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2 244 ადამიანი.

„ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 16 870 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 011  კვლევა ანტიგენის სწრაფი ტესტით და 8 859 PCR ტესტით,“ – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

26 თებერვლიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის  204 003 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან  171 526 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 002 გარდაიცვალა.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way