USD 2.7089
EUR 3.1193
RUB 3.3402
Тбилиси
17 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  320

17 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 290-ე დღე (ნაკიან წლებში – 291-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 75 დღე.

დღის მოვლენები

ძვ. წ. 538 : სპარსეთის მეფე კიროსი ბაბილონს იღებს; 70 წლის განმავლობაში მონობაში მყოფ ებრაელებს ათავისუფლებს და ისტორიაში პირველ ადამიანთა უფლებების დეკლარაციას აკეთებს.

1244 : ფორბიის ბრძოლა - ხორეზმელებმა და ეგვიპტელებმა ჯვაროსნები დაამარცხეს.

1604 : კეპლერის ვარსკვლავი - გერმანელი ასტრონომი იაჰანეს კეპლერი აკვირდება განსაკუთრებით კაშკაშა ვარსკვლავის გაჩენას ოფიუხუსის თანავარსკვლავედის არეში. ეს მოვლენა მიჩნეულია ჩვენს გალაქტიკაში ( ირმის ნახტომი) ზეახალი ვარსკვლავის ბოლო მოვლენად.

1777 : სარატოგას ბრძოლა - ამერიკელებმა დიდი ბრიტანეთის ჯარები დაამარცხეს.

1781 : გენერალი ჩარლზ კორნუილისი ამერიკის რევოლუციურ არმიას დანებდა იორკტაუნთან, ვირჯინია.

1888 : თომას ედისონი აპატენტებს ოპტიკურ ფონოგრაფს (პირველი კინოფილმი).

1912 : ოსმალეთს ომი გამოუცხადეს ბულგარეთმა, საბერძნეთმა და სერბეთმა, რითაც შეუერთდნენ მონტენეგროს ბალკანეთის პირველ ომში.

1931 : ალ კაპონე დააპატიმრეს საშემოსავლო გადასახადისგან თავის არიდების გამო.

1933 : ალბერტ აინშტაინი ნაცისტური გერმანიისგან აშშ-ს აფარებს თავს.

1945 : ზღვა ხალხი შეიკრიბა მაიოს მოედანზე ბუენოს-აირესში ხუან პერონის გათავისუფლების მოთხოვნით. ამ დღეს პერონის მომხრეები მოიხსენიებენ, როგორც სან-პერონს. ეს დღე პერიონიზმის დაბადების დღედ ითვლება.

1957 : ალბერ კამი ნობელის პრემიით დაჯილდოვდა ლიტერატურის დარგში.

1961 : დაახლოებით 200 (ზოგიერთი მონაცემებით 400) მშვიდობიანი ალჟირელი მომიტინგე დახვრიტა პარიზის პოლიციამ.

1961 : გაიხსნა სკკპ XXII ყრილობა, რომელზეც მიიღეს სკკპ-ის მესამე პროგრამა და მიზნად დაისახა 1980 წლისთვის კომუნისტური საზოგადოების აშენება.

1965 : ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენა დაიხურა ორწლიანი ფუნქციონირების შემდეგ. იგი 51 მილიონზე მეტმა ადამიანმა დაათვალიერა.

1973 : ოპეკი აცხადებს ნავთობის ემბარგოს ზოგიერთი დასავლური ქვეყნისთვის, რომლებიც მხილებულ იქნენ ისრაელისთვის სირიასთან ომში დახმარებისთვის.

1976 : დინხა IV აკურთხეს აღმოსავლეთის ასურული ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად.

1979 : დედა ტერეზას მიენიჭა ნობელის მშვიდობის პრემია.

2009 :

ჯენსონ ბატონი და ჯგუფი Brawn GP 2009 წლის ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

პაკისტანის არმიამ თალიბანის წინააღმდეგ სამხრეთ ვაზირისტანში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ოპერაციას წინ უძღოდა ორი კვირის მანძილზე თავდასხმები თალიბანის მხრიდან, რასაც 160-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

2013 : ჩადი, ნიგერია, ჩილე, ლიეტუვა და საუდის არაბეთი გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებად აირჩიეს, თუმცა საუდის არაბეთმა უარი თქვა კუთვნილი ადგილის დაკავებაზე.

2021 : ჟოზე მარია ნევეში კაბო-ვერდეს პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1838 : უმიკაშვილი, პეტრე — ქართველი საზოგადო მოღვაწე და ფოლკლორისტი

1912 : იოანე-პავლე I — რომის პაპი (გ.1978)

1915 : მილერი, ართურ — ამერიკელი დრამატურგი (გ. 2005)

1972 : ემინემი — ამერიკელი რეპერი

1979 : რაიკონენი, კიმი — ფინელი ავტომრბოლელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1849 : შოპენი, ფრედერიკ — პოლონელი პიანისტი, კომპოზიტორი (დ. 1810)

1887 : კირხჰოფი, გუსტავ — გერმანალი ფიზიკოსი (დ. 1824)

1893 : პატრიკ მაკ-მაჰონი — საფრანგეთის პრეზიდენტი

2011 : რამაზ ჩხიკვაძე — ქართველი მსახიობი (დ. 1928)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ევდემოზ I კათოლიკოსი

იეროთეოს ათენელი

გაიოზი, ფავსტო, ევსები და ქერიმონი

პეტრე კაპეტოლიელი

წმინდა დომნინა და ორნი ასულნი მისნი - ვირინეა (ვერონიკა) და პროსკუდია (პროსდოკა)

ღირსი ამონი

ღირსი პავლე

წმინდა დავიქტი (ავდაქტი) და ასული მისი კალისთენია

სტეფანე შალიანოვიჩი

აგრეთვე:

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია და სომხური სამოციქულო ეკლესია წმ. შუშანიკ წამებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

გაერო : სიღარიბის მოსპობის საერთაშორისო დღე

 

 

 

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати