USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
16 მარტი - ეს დღე ისტორიაში
дата:  422

16 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 75–ე დღე (ნაკიან წლებში - 76–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 290 დღე.

დღის მოვლენები

1079 : ირანში შემოიღეს მუსლიმური კალენდარი.

1190 : ჯვაროსნები იწყებენ იორკის ებრაელთა ხოცვას.

1521 : ფერდინანდ მაგელანი ფილიპინებს აღწევს.

1935 : ჰიტლერი არღვევს ვერსალის ზავს და შეიარაღებას იწყებს. იქმნება ვერმახტი.

1939 : პრაღის ციხე-სიმაგრიდან ჰიტლერი ბოჰემიასა და მორავიას გერმანელთა პროტექტორატებად აცხადებს.

1945 : ბრიტანული ავიაბომბდამშენები 20 წუთში ანადგურებენ ვიურცბურგის (გერმანია) 90%-ს; დაღუპულია 5.000 ადამიანი.

1963 : მთა აგუნგის ვულკანი (ბალი) იღვიძებს, შედეგად 11.000 ადამიანი იღუპება.

1993 : საქართველოს ჯარებმა მოიგერიეს აფაზი სეპარატისტებისა და ჩრდილოეთ კავკასიელი კონფედერატების მასობრივი შეტევა სოხუმზე; ორდღიან ბრძოლებში ქართული მხარიდან 137 ადამიანი დაიღუპა და 350-მდე დაიჭრა.

2001 : ერთადერთი დღე დიდ ბრიტანეთში თვითმკვლელობის გარეშე 1993-2002 წლებში, ჯანდაცვის კვლევის მონაცემებით.

2005 : ისრაელი ოფიციალურად გადასცემს იერიქონს პალესტინას.

2006 : გაეროს გენერალური ასამბლეა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს შექმნას ერთსულოვნად უჭერს მხარს .

2009 :

აზერბაიჯანელი ამომრჩევლების უმრავლესობამ საკონსტიტუციო რეფერენდუმში ხმა მისცა საპრეზიდენტო ვადაზე შეზღუდვის მოხსნას.

მაურისიო ფუნესი, მემარცხენე პარტიიდან, აირჩიეს სალვადორის პრეზიდენტად.

მადაგასკარში ოპოზიციურმა ძალებმა ყოფილი დისკ-ჟოკეისა და ანტანანარივუს მერის ანდრი რაჯოელინას მეთაურობით პრეზიდენტი მარკ რავალომანანას მთავრობა დაამხეს.

2010 : ხანძარმა გაანადგურა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი, კასუბის მეფეების საფლავი უგანდაში.

2012 : მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტად ნიკოლაე ტიმოფტი აირჩია.

2013 : საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მეექვსედ გახდა ევროპის ერთა თასის გამარჯვებული.

2014 : ე. წ. რეფერენდუმის შედეგად, ყირიმის ავტონომიურმა რესპუბლიკამ უკრაინისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რუსეთის ფედერაციასთან შეერთების პროცესი დაიწყო.

2022 :

მის მსოფლიო 2021-ის გამარჯვებული პოლონელი კაროლინა ბიელავსკა გახდა.

რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1473 : ჰაინრიხ V — საქსონიის ჰერცოგი (1536–1541)

1751 : ჯეიმზ მედისონი — აშშ-ის პრეზიდენტი (1809–1817)

1839 : სიული პრიუდომი — ფრანგი პოეტი.

1852 : სესარ ვალიეხო — პერუელი პოეტი, მეამბოხე და ნოვატორი.

1859 : ალექსანდრე პოპოვი — რუსი ფიზიკოსი

1865 : ასპაზია — ლატვიელი პოეტი და დრამატურგი

1869 : გიორგი ბადრიძე — ქართველი ექიმი-პედიატრი.

1884 : ალექსანდრე ბელიაევი — საბჭოთა ფანტასტი-მწერალი

1884 : ჰარისონ ფორდი — ამერიკელი კინოს მსახიობი მუნჯი კინემატოგრაფიის პერიოდში.

1907 : კარლო კალაძე — ქართველი პოეტი, დრამატურგი

1911 : იოზეფ მენგელე — ნაცისტური გერმანიის სს-ის ოფიცერი

1915 : ჰალდუნ თანერი — თურქი მწერალი

1916 : მერსედეს მაკ-კემბრიჯი — ამერიკელი მსახიობი

1920 : ტონინო გუერა — იტალიელი მწერალი

1920 : ლეო მაკ-კერნი — ავსტრალიელი მსახიობი.

1921 : ფაჰდი — საუდის არაბეთის მეფე (1982–2005)

1933 : ბაქარ გიგინეიშვილი — ქართველი ენათმეცნიერი.

1941 : ბერნარდო ბერტოლუჩი — იტალიელი კინორეჟისორი და მწერალი.

1945 : რობერტ გეი — კოტ-დ’ივუარის მეთაური (1999–2000)

1949 : ვიქტორ გარბერი — ამერიკელი მსახიობი.

1953 : რიჩარდ სტოლმანი — ამერიკელი პროგრამისტი.

1954 : ნენსი უილსონი — ამერიკელი მომღერალი

1955 : იზაბელ იუპერი — ფრანგი კინო და ტელემსახიობი

1956 : ეველინე ვიდმერ-შლუმპფი — შვეიცარიელი პოლიტიკოსი

1957 : მერაბ აბრამიშვილი — ქართველი მხატვარი.

1957 : დავით ზურაბიშვილი — ქართველი ეკონომისტი, მწერალი და პოლიტიკოსი.

1962 : ცირა ბარამიძე — ქართველი ენათმეცნიერი

1967 : ტრეისი ბონემი — ამერიკელი მუსიკოსი.

1984 : ბრენდონ პრასტი — კანადელი ჰოკეისტი

1985 : გოჩა ხოჯავა — ქართველი ფეხბურთელი

1986 : ალექსანდა დადარიო — ამერიკელი მსახიობი და მოდელი

1989 : თეო უოლკოტი — ინგლისელი ფეხბურთელი

1993 : ტატო აბუსელიძე — ქართველი ფეხბურთელი

1993 : დავით სხირტლაძე — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1185 : ბალდუინ IV იერუსალიმელი — იერუსალიმის მეფე.

1350 : ალფონსო XI — კასტილიის და ლეონის მეფე.

1736 : პერგოლეზი, ჯოვანი ბატისტა — იტალიელი კომპოზიტორი.

1940 : ლაგერლეფი, სელმა — შვედი მწერალი.

1982 : ბათიაშვილი, ირაკლი — ქართველი ენტომოლოგი.

1985 : ხუნდაძე, გიორგი — ქართველი ქირურგი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

იოანე ოქროპირი I – კათალიკოსი

წმინდა ევტროპი, წმინდა კლეონიკე და წმინდა ვასილისკო

პიამა ქალწული

Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати