USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
15 მაისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  1225

15 მაისი — გრიგორიანული კალენდრის 135-ე დღე (ნაკიან წლებში - 136-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 230 დღე.

 

დღის მოვლენები

  • 1618 : იოჰანეს კეპლერმა პლანეტათა მოძრაობის მესამე კანონი დაამტკიცა.
  • 1756 : ინგლისსა და საფრანგეთს შორის შვიდწლიანი ომი დაიწყო.
  • 1792 : საფრანგეთმა სარდინიას ომი გამოუცხადა.
  • 1796 : ნაპოლეონის ტრიუმფალური სვლა მილანში.
  • 1811 : პარაგვაი ესპანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1817 : აშშ-ში პირველი სულიერად ავადმყოფთა საავადმყოფო „საკუთარ აზრს მოკლებულ ხალხთა სანუგეშო თავშსესაფარი“ გაიხსნა ფილადელფიაში (პენსილვანია).
  • 1879 : დაარსდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“.
  • 1918 : აშშ-ის საფოსტო სამსახური პირველად მსოფლიოში იწყებს რეგულარულ საჰაერო მომსახურებას (ნიუ-იორკს, ფილადელფიასა და ვაშინგტონს შორის).
  • 1919 : საბერძნეთის ჯარები გადმოსხდნენ იზმირში, დაიწყო საბერძნეთ-თურქეთის 1919-22 წლების ომი.
  • 1928 : გამოვიდა პირველი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი მიკი მაუსის მონაწილეობით - „შეშლილი თვითმფრინავი“.
  • 1932 : სამხედრო გადატრიალების მცდელობისას იაპონიის პრემიერ-მინისტრი ინუკაი ცუიოში მოკლეს.
  • 1935 : გაიხსნა მოსკოვის მეტროპოლიტენი.
  • 1940 : ნეილონის ქალის წინდა გაიყიდა პირველად აშშ-ში.
  • 1940 : გაიხსნა მაკდონალდსის პირველი რესტორანი.
  • 1943 : სტალინმა კომინტერნი (მესამე ინტერნაციონალი) გააუქმა.
  • 1948 : ეგვიპტე, ტრანსიორდანია, ლიბანი, სირია, ერაყი და საუდის არაბეთი ისრაელს დაესხა.
  • 1948 : პალესტინაში დასრულდა ბრიტანელთა 28-წლიანი მმართველობა.
  • 1955 : ხელი მოეწერა ხუთმხრივ შეთანხმებას ავსტრიის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ.
  • 1957 : ბრიტანეთმა პირველი წყალბადის ატომი გამოსცადა.
  • 1958 : გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი „სპუტნიკ-3“.
  • 1960 : გაშვებულ იქნა კოსმოსური ხომალდი „სპუტნიკ-4“.
  • 1988 : რვაწლიანი ომის შემდეგ დაიწყო ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების ეტაპობრივი გამოყვანა.
  • 1990 : ვან გოგის „ექიმი გაშეს პორტრეტი“ $82,5 მილიონად გაიყიდა (იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირი ნახატი).
  • 2008 : ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მომხდარმა მიწისძვრამ 30 000 ადამიანი შეიწირა.
  • 2009 : თბილისში გაიხსნა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ალტერვიზია.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1845 : ილია მეჩნიკოვი — რუსი ბიოლოგი და პათოლოგი.
  • 1848 : ვიქტორ ვასნეცოვი — რუსი მხატვარი.
  • 1859 : პიერ კიური — ფრანგი ფიზიკოსი.
  • 1891 : მიხაილ ბულგაკოვი — რუსი მწერალი.
  • 1893 : კონსტანტინე გამსახურდია — ქართველი მწერალი.
  • 1910 : რაზაყ ჰამრაევი — უზბეკი მსახიობი და რეჟისორი
  • 1915 : პოლ სემიუელსონი — ამერიკელი ეკონომისტი.
  • 1915 : მარიო მონიჩელი — იტალიელი რეჟისორი და სცენარისტი.
  • 1923 : რევაზ ასაევი — ოსი პოეტი.
  • 1930 : ჯასპერ ჯონსი — ამერიკელი მხატვარი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1916 : იროდიონ ევდოშვილი — ქართველი პოეტი-რევოლუციონერი.
  • 1979  : ირაკლი ბაგრატიონი — ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მუსიკალური მოღვაწე.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ათანასე დიდი
    • წმინდა მოწამე ესპერი, მეუღლე მისი ზოია და ძენი კირიაკე და თეოდულე
    • ბორის-მიხეილ ბულგარელი

 

  • აგრეთვე:
    • ოჯახების საერთაშორისო დღე
    • აშშ — შეიარაღებული ძალების დღე
    • პარაგვაი — დამოუკიდებლობის დღე
society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way