USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
15 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
дата:  

15 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-15 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 350 დღე (ნაკიან წელში - 351).

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 588 ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორ II-მ იერუსალიმს ალყა შემოარტყა. ალყა ძვ. წ. 586 წლის 18 ივლისამდე გაგრძელდა.
  • 1535 : ინგლისის მეფე ჰენრიხ მე-8 ანგლიკანური ეკლესიის მეთაური გახდა.
  • 1559 : ელისაბედ I ინგლისის დედოფლად აკურთხეს ვესტმინსტერის სააბატოში.
  • 1582 : რუსეთმა ლივონია და ესტონეთი პოლონეთს დაუთმო.
  • 1759 : ბრიტანეთის მუზეუმი გაიხსნა.
  • 1870 : პოლიტიკურ შარჟში აშშ-ის დემოკრატიული პარტია პირველად იყო გამოსახული ჯორის სახით ("ცოცხალი ჯორი წიხლს ურტყამს მკვდარ ლომს" თომას ნასტის მიერ ჰერპერ უიკლისთვის).
  • 1885 : უილსონ ბენტლიმ თოვლის ფიფქის პირველი ფოტოსურათი გადაიღო.
  • 1892 : ჯეიმზ ნასმითმა კალათბურთის წესები გამოაქვეყნა.
  • 1919 : როზა ლუქსემბურგი და კარლ კიბკნეხტი, გერმანიის ორი ყველაზე აქტიური სოციალისტი, წამებით მოკლეს ფრაიკორპსებმა.
  • 1943 : მეორე მსოფლიო ომი : საბჭოთა კონტრშეტევა იწყება ვორონეჟთან.
  • 1943 : მსოფლიოს უდიდესი საოფისე შენობა - პენტაგონი - გაიხსნა არლინგტონში, ვირჯინია.
  • 1966 : პირველი სამხედრო გადატრიალება ნიგერიაში.
  • 1969 : საბჭოთა კავშირმა ორბიტაზე გაუშვა სოიუზ-5.
  • 1970 : მუამარ კადაფი ლიბიის პრემიერად გამოცხადდა.
  • 1975 : პორტუგალიამ ანგოლას დამოუკიდებლობა უბოძა.
  • 1992 : საერთაშორისო თანამეგობრობამ ცნო სლოვენიისა და ხორვატიის დამოუოკიდებლობა იუგოსლავიისგან.
  • 2001 : ვიკიპედია, თავისუფალი ვიკიპროექტი, ინტერნეტში გავიდა.
  • 2010 : ათასწლეულის ყველაზე ხანგრძლივი მზის დაბნელება მოხდა აფრიკის, ინდოეთის ოკეანისა და აზიის ტერიტორიაზე.
  • 2019 : სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ კოტ-დ’ივუარის ყოფილი პრეზიდენტი ლორან გბაგბო კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებისაგან გაათავისუფლა.
  • 2021 : ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე და მისი კაბინეტი საბავშვო შემწეობის თაღლითობის სკანდალის გამო გადადგა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1342  : ფილიპ II — ბურგუნდიის ჰერცოგი და დინასტიის დამაარსებელი
  • 1432 : აფონსუ V — პორტუგალიის მეფე.
  • 1622 : მოლიერი — ფრანგი დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე.
  • 1791 : ფრანც გრილპარცერი — ავსტრიელი პოეტი და დრამატურგი.
  • 1795 : ალექსანდრე გრიბოედოვი — რუსი დიპლომატი და დრამატურგი.
  • 1809  : პიერ-ჟოზეფ პრუდონი — ფრანგი პუბლიცისტი
  • 1811 :ები კელი — ამერიკელი აბოლიციონისტი
  • 1863  :ვილჰელმ მარქსი — გერმანელი იურისტი და პოლიტიკოსი.
  • 1873 : მაქს ადლერი — ავსტრიელი ფილოსოფოსი
  • 1876: აბდულაზიზი — საუდის არაბეთის პირველი მეფე.
  • 1880: ბენიამინ ჩხიკვიშვილი — ქართველი პოლიტიკოსი
  • 1902 : საუდი იბნ აბდულაზიზ ალ საუდი — საუდის არაბეთის მეფე
  • 1902  : ნაზიმ ჰიქმეთი — თურქი პოეტი, რომანისტი, დრამატურგი.
  • 1912  : ჰორეს ლინდრუმი — ავსტრალიელი პროფესიონალი სნუკერისტი და კარომის მოთამაშე.
  • 1918 :გამალ აბდელ ნასერი — ეგვიპტის პრეზიდენტი
  • 1918 : ჟოანუ ფიგეირედუ — ბრაზილიელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე.
  • 1923 : ალექსანდრე ბეგალიშვილი — ქართველი მუსიკოს-შემსრულებელი
  • 1929 : მარტინ ლუთერ კინგი — ამერიკელი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.
  • 1936 : ალექსანდრე სკრინსკი — რუსი ფიზიკოსი.
  • 1949 : მანოლო ელ დელ ბომბო — მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფეხბურთის გულშემატკივარი.
  • 1958 : ბორის ტადიჩი — სერბი პოლიტიკოსი.
  • 1959  : პიტ ტრევავასი — ბრიტანული ბას-გიტარისტი.
  • 1960 : მარიამ ხუცურაული — ქართველი პოეტი და მწერალი.
  • 1969 :ირმა ნიორაძე — ქართველი ბალერინა.
  • 1982  : ემინა სანდალი — სერბი ტელეწამყვანი
  • 1986  : დავით გიგაური — ქართველი ფეხბურთელი
  • 1988  : Skrillex — ამერიკელი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი
  • 1988 : დანიელ კალიჯური — გერმანელი ფეხბურთელი.
  • 1991  : მარკ ბარტრა — ესპანელი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1919 : ლუქსემბურგი, როზა — საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე.
  • 1919 : ლიბკნეხტი, კარლ — გერმანიის მუშათა მოძრაობის მოღვაწე.
  • 1926 : ლუი მაჟორელი — ფრანგი დეკორატორი და ავეჯის დიზაინერი.
  • 2023 : ვახტანგ კიკაბიძე — ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • გიორგი გურჯი (ივერიელი)
    • სილვესტერ I – რომის პაპი
    • თეოგენ პარიელი
    • სერაფიმ საროველი
  • აგრეთვე:
    • აშშ : მარტინ ლუთერ კინგის დღე (1948).
    • მოლდოვა : მიჰაი ემინესკუს ხსოვნის დღე.
Тбилиси
თელასი - სამგორის და ნაძალადევის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00  საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ),  ხიმშიაშვილის, ალილუევას, ურიდიას, კიკნაძის, მიქატაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის და დადიანის ქუჩების მოსახლეობას. 

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 V მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, აეროდრომის დასახლების, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, კალოუბნის, კაკლიანის,  გახოკიძის, ხომლელის, ჩოხელის, აბაშვილის, მაისურაძის, ბერიაშვილის, მირზაშვილის, თვალჭრელიძის, აბულაძის და თრიალეთის ქუჩების მოსახლეობას.

более
голосование
Кстати