USD 2.6788
EUR 2.8583
RUB 2.8498
Тбилиси
14 მაისიდან უცხოეთიდან გამოწერილ ამანათებს მომსახურების ახალი საკომისიო ემატება
дата:  424

14 მაისიდან უცხოეთიდან გამოწერილ ამანათებს მომსახურების ახალი საკომისიო ემატება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების განმარტებით, ცვლილება თვითმომსახურების ელექტრონული სერვისების წახალისებისთვის არის მიღებული, რადგანაც მომხმარებელს eCustoms-ის მეშვეობით ამანათის წინასწარი გატარების შემთხვევაში უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე ამ ოპერაციის ფიზიკურად გეზ-ში შესრულება ეღირება. 

შემოსავლების სამსახურის განცხადება:

  • თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისება, მათ შორის, დეკლარანტების/მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში დაშვებული პირების მიერ „eCustoms“-ის მეშვეობით რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი, განსხვავებული  საფასურების შემოღება;
  • საქონლის საბაჟო დეკლარაციების „eCustoms“-ში დაშვებული პირების მიერ შევსებისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საქონლის დეკლარირების წახალისება, რის ფარგლებშიც ფართოვდება იმ პროცედურების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებისას შესაძლებელია საქონლის წინასწარი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე დეკლარირება.

აღნიშნული ცვლილების მიხედვით, თვითმომსახურებისა და საქონლის წინასწარი (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირების წახალისების მიზნით, ქვემოთ მოცემული საბაჟო პროცედურებისთვის მომსახურების საფასურები განისაზღვრა შემდეგნაირად:

 

"გარდა ზემოაღნიშნულისა, ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ მომსახურების გაწევის მიზნებისთვის არასამუშაო დროდ განისაზღვრა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 21:00 საათიდან მომდევნო დღის 10:00 საათამდე პერიოდი, შაბათს − 21:00 საათიდან ორშაბათის 10:00 საათამდე პერიოდი და უქმე დღეები. ამასთანავე, გაფორმების ორგანოებში არასამუშაო დროს შეიზღუდება ისეთი საქონლის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-4 მუხლით გათვალისწინებულ, პრიორიტეტული წესით გაფორმებას დაქვემდებარებულ საქონელს.

 

ნორმატიული აქტი, ასევე მოიცავს შემდეგი მიმართულებებით ცვლილებებს:

  • კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა და გაფორმება;
  • მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ით სარგებლობა;
  • მატერიალური ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციისა და მისი თანმხლები დოკუმენტების ასლების გაცემა;
  • ფიტოსანიტარიულ ან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემა;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომისათვის, შემოსავლების სამსახურის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემის“ მომსახურება;
  • საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის გაფორმება;
  • სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის მიზნით სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
спорт
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати