14 მაისიდან უცხოეთიდან გამოწერილ ამანათებს მომსახურების ახალი საკომისიო ემატება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების განმარტებით, ცვლილება თვითმომსახურების ელექტრონული სერვისების წახალისებისთვის არის მიღებული, რადგანაც მომხმარებელს eCustoms-ის მეშვეობით ამანათის წინასწარი გატარების შემთხვევაში უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ, ვიდრე ამ ოპერაციის ფიზიკურად გეზ-ში შესრულება ეღირება.
შემოსავლების სამსახურის განცხადება:
აღნიშნული ცვლილების მიხედვით, თვითმომსახურებისა და საქონლის წინასწარი (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირების წახალისების მიზნით, ქვემოთ მოცემული საბაჟო პროცედურებისთვის მომსახურების საფასურები განისაზღვრა შემდეგნაირად:

"გარდა ზემოაღნიშნულისა, ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ მომსახურების გაწევის მიზნებისთვის არასამუშაო დროდ განისაზღვრა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 21:00 საათიდან მომდევნო დღის 10:00 საათამდე პერიოდი, შაბათს − 21:00 საათიდან ორშაბათის 10:00 საათამდე პერიოდი და უქმე დღეები. ამასთანავე, გაფორმების ორგანოებში არასამუშაო დროს შეიზღუდება ისეთი საქონლის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-4 მუხლით გათვალისწინებულ, პრიორიტეტული წესით გაფორმებას დაქვემდებარებულ საქონელს.
ნორმატიული აქტი, ასევე მოიცავს შემდეგი მიმართულებებით ცვლილებებს:
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.
„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.