USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავეს
თარიღი:  823

კახეთში  პოლიციამ 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავა. ირკვევა, რომ დაკავებული იმ სახლში ცხოვრობდა ქირით, სადაც მოზარდი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სექსუალურ ძალადობას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. 

მომხდარი მას შემდეგ გახმაურდა, რაც გოგონა სახლიდან გაუჩინარდა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ კი სახლში დაბრუნებულმა არასრულწლოვანმა მომხდარი ბებიას უამბო. ოჯახმა კი პოლიცია გამოიძახა. 

დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის