კახეთში პოლიციამ 13 წლის გოგოსთან სექსუალური კავშირის ბრალდებით 25 წლის კაცი დააკავა. ირკვევა, რომ დაკავებული იმ სახლში ცხოვრობდა ქირით, სადაც მოზარდი ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სექსუალურ ძალადობას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა.
მომხდარი მას შემდეგ გახმაურდა, რაც გოგონა სახლიდან გაუჩინარდა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ კი სახლში დაბრუნებულმა არასრულწლოვანმა მომხდარი ბებიას უამბო. ოჯახმა კი პოლიცია გამოიძახა.
დაკავებულს სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს.