USD 2.6984
EUR 3.1606
RUB 3.3548
Тбилиси
13 იანვარი - ეს დღე ისტორიაში
дата:  

13 იანვარი — გრიგორიანული კალენდრის მე-13 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 352 დღე (ნაკიან წელში — 353).

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 27 : რომის სენატის დადგენილებით ოქტავიანეს მიენიჭა იმპერატორის, ავგუსტუსის და პრინცეფსის წოდებები. ეს დღე რომის იმპერიის დაბადების დღედ ითვლება.
  • 1847 : კაუენგას ტრაქტატით დასრულდა მექსიკა-აშშ-ის ომი კალიფორნიაში.
  • 1559 : ელისაბედ I-ის ინგლისის დედოფლად კურთხევის ცერემონია შედგა ვესტმინსტერის სააბატოში.
  • 1602 : უილიამ შექსპირის „უინძორის მხიარული ცოლები“ გამოიცა.
  • 1610 : გალილეო გალილეიმ იუპიტერის მეოთხე თანამგზავრი „კალისტო“ აღმოაჩინა.
  • 1782 : მანჰაიმში შედგა პრემიერა ფრიდრიხ შილერის დრამისა „ყაჩაღები“.
  • 1830 : ახალი ორლეანის დიდი ხანძარი დაიწყო.
  • 1873 : სანქტ-პეტერბურგში შედგა პრემიერა ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვის ოპერისა „მაისის ღამე“ (რუს. «Майская ночь»)
  • 1898 : ფრანგმა მწერალმა ემილ ზოლამ გამოაქვეყნა თავისი წერილი „დრეიფუსის საქმე“.
  • 1910 : ოპერის ტრანსლაცია განხორციელდა პირველად რადიოთი — ენრიკო კარუზოს შესრულებით ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის თეატრიდან.
  • 1915 : მიწისძვრამ ავეძანოში (იტალია) 29 800 ადამიანი იმსხვერპლა.
  • 1930 : მიკი მაუსის კომიქსი გამოჩნდა პირველად.
  • 1934 : საბჭოთა კავშირში მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი შემოიღეს.
  • 1938 : ინგლისის ეკლესიამ ევოლუციის თეორია მიიღო.
  • 1942 : ჰენრი ფორდმა დააპატენტა პლასტმასის ავტომანქანა, რომელიც ჩვეულებრივზე 30%-ით ნაკლებს იწონიდა.
  • 1953 : მარშალი იოზიპ ტიტო იუგოსლავიის პრიზედნეტი გახდა.
  • 1963 : პუტჩისტებმა მოკლეს ტოგოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი სილვანუს ეპიფანიო ოლიმპიო
  • 1968 : ჯონი კეში მის განთქმულ ალბომს წერს ცოცხალი შესრულებით ფოლსომის საშტატო საპყრობილედან.
  • 1986 : ჩრდილოეთ იემენში დაიწყო სამოქალაქო ომი.
  • 1991 : 12 იანვრის ღამით და 13 იანვარს (ვილნიუსის სისხლიანი კვირა) საბჭოთა ომონის რაზმმა დაიკავა რადიო-ტელევიზიის კომიტეტის შენობა და ტელევიზიის ანძა ვილნიუსში (ლიეტუვა). ამ ძალადობრივი ოპერაციის შედეგად დაიღუპნენ მშვიდობიანი უიარაღო დამცველები — 14 ადამიანი და 1000-ზე დაშავდა.
  • 1993 : ერიხ ჰონეკერი (გერმანია) თავის მეუღლესთან ერთად გადასახლდა საცხოვრებლად ჩილეში.
  • 2011 : სამხრეთ კორეაში ერთ მილიონზე მეტი ღორი დამარხეს ცოცხლად ფეხი-პირის ღრუს დაავადების აფეთქების გამო.
  • 2012 : იტალიის დასავლეთ სანაპიროსთან საკრუიზო გემის Costa Concordia ავარიის შედეგად დაიღუპა არანაკლებ ხუთი ადამიანი.
  • 2020 : მალტაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რობერტ აბელა ხდება.
  • 2021 : დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1334 : ენრიკე II — კასტილიისა და ლეონის მეფე.
  • 1773 : იოსებ ილარი ეკელი — ავსტრიელი იეზუიტი მღვდელი და ნუმიზმატი.
  • 1777 : ელიზა ბონაპარტი — საფრანგეთის პრინცესა და ტოსკანას ჰერცოგინია.
  • 1862 : ალექსანდრე ყიფშიძე — ქართველი ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე.
  • 1872 : ნინო ნაკაშიძე — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
  • 1876 : ოტო ლიბკნეხტი — გერმანელი ქიმიკოსი
  • 1890 : იური ულუოტსი — ესტონელი პოლიტიკოსი.
  • 1892 : ჯამალზადე — ირანელი მწერალი.
  • 1905 : ვასილ კაციტაძე — ქართველი ჰიგიენისტი.
  • 1908 : სიმონ ვირსალაძე — ქართველი თეატრალური მხატვარი
  • 1908 : ვალენტინ თოფურიძე — ქართველი მოქანდაკე
  • 1919 : იგორ გუზენკო — საბჭოთა კრიპტოგრაფი.
  • 1926 : მაიკლ ბონდი — ინგლისელი მწერალი.
  • 1930 : ფრენსის შტერნჰაგენი — ამერიკელი მსახიობი.
  • 1937 : არიადნა შენგელაია — ქართველი მსახიობი
  • 1956 : ზაქირ კარალოვი — აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი
  • 1960 : ოლგა ვასილიევა — რუსი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე
  • 1966 : პატრიკ დემპსი — ამერიკელი მსახიობი და ავტომრბოლელი.
  • 1969 : ემერიკ შოპრადი — ფრანგი პოლიტიკოსი
  • 1969 : სტივენ ჰენდრი — შოტლანდიელი ყოფილი პროფესიონალი სნუკერისტი.
  • 1976 : მარიო იეპესი — კოლუმბიელი ფეხბურთელი.
  • 1977 : ორლანდო ბლუმი — ბრიტანელი მსახიობი.
  • 1984 : რაიფ ბადავი — არაბი მწერალი და აქტივისტი.
  • 1990 : მამადუ სახო — ფრანგი ფეხბურთელი
  • 1994 : ნიკოლოზ კაჭარავა — ქართველი ფეხბურთელი
  • 1995 : ლეანდრო რიბეირო — ბრაზილიელი ფეხბურთელი
  • 1997 : ოთარ გოშაძე — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • ძვ. წ. 85 : გაიუს მარიუსი — რომაელი პოლიტიკური მოღვაწე.
  • 858 : ეთელვულფი — ესექსის მეფე.
  • 888 : კარლოს მსუქანი — საღვთო რომის იმპერატორი.
  • 1177 : ჰენრიხ II — ავსტრიის მეფე.
  • 1330 : ფრიდრიხ I — ავსტრიის მეფე.
  • 1766 : ფრედერიკ V — დანიის მეფე.
  • 1941 : ჯოისი, ჯეიმზ — ირლანდიელი მწერალი.
  • 1988 : ჩანგ ჩინგ-კუო — ჩინეთის პრეზიდენტი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • ღირსი საბიანა
    • მელანია რომაელი
  • აგრეთვე:
    • ლიეტუვა : თავისუფლების დამცველთა დღე (1991).
Тбилиси
მთაწმინდის რაიონში განხორციელებული ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელებული პროგრამებისა და პროექტების შესახებ ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონში 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტების ღირებულებამ 24 054 468 ლარი შეადგინა.

„2025 წელს მთაწმინდის რაიონში განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები, რომელთა საერთო ბიუჯეტმა 24 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. გზების რეაბილიტაცია, გამწვანება, სკვერებისა და სპორტული მოედნების განახლება, საცხოვრებელი სახლების გამაგრება - ეს ის კონკრეტული შედეგებია, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მნიშვნელოვანია, რომ უკვე წარმოდგენილია 2026 წლის გეგმებიც, რაც კიდევ უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელების შესაძლებლობას გვაძლევს. მადლობა მთაწმინდის რაიონის გამგებელს, დავით კირკიტაძეს, გამგეობის გუნდს და ყველა იმ უწყებას, რომლებიც ამ პროცესში იყვნენ ჩართული“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრეზენტაციაზე მთაწმინდის გამგებელმა დავით კირკიტაძემ საზოგადოებას 2025 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს მთაწმინდის რაიონში კაპიტალურად შეკეთდა და რეაბილიტირდა ჯამში 23 730 კვ.მ ფართობის გზის საფარი, აქედან შემოერთებულ ტერიტორიებზე შეკეთდა კაპიტალურად 10 ქუჩა. აშენდა გრუნტის დამჭერი 4 კედელი. კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა 143 მისამართზე, გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები - 403 მისამართზე, 48 მისამართზე სკვერებსა და სპორტულ მოედნებს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 2025 წლის განმავლობაში განხორციელდა 129 პროექტი, მათ შორის კაპიტალურად გამაგრდა 3 ავარიული საცხოვრებელი სახლი. 35 მისამართზე სახლის სახურავი, ხოლო წყალარინების ქსელი 20 მისამართზე შეიცვალა. მოსახლეობის ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა სახის 8 კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიება.

ანგარიშის წარდგენას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე, მთაწმინდის რაიონის მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პრეზენტაციაზე 2026 წლისთვის დაგეგმილ მნიშვნელოვან, მასშტაბურ პროექტებზეც ისაუბრეს, რომელთა განხორციელება შემდეგ წელს გაზრდილი ბიუჯეტით იქნება შესაძლებელი.

более
голосование
Кстати