USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
თბილისი
12 სექტემბერი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა
თარიღი:  1113

12 სექტემბერი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეა.

ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე 1837 წლის 9 ნოემბერს კახეთში,სოფელ ყვარელში დაიბადა.

1907 წელს, თბილისიდან ილია მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში, როდესაც წიწამურთან გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა დახვედრია. იარაღი მიუშვერიათ და ეტლის შეჩერება უბრძანებიათ

 ილია ფეხზე წამომდგარა, - ილია ვარ, არ მესროლოთო. ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთო, - უთქვამს ბერბიჭაშვილს და სროლის შემდეგ ილია ეტლიდან გადმოვარდნილა
მეორე დღეს ქართულმა ყოველდღიურმა ლიტერატურულ-პოლიტიკურმა გაზეთმა „ისარმა“ გამოაქვეყნა მოკლე ცნობა: „საგურამოს გზაზე მოუკლავთ ილია ჭავჭავაძე და დაუჭრიათ მისი მეუღლე“...
 
მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: “ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია”. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“
 

ერისა და ეკლესიის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის 1987 წელს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას ”წმინდა ილია მართალი” უწოდა. მისი ხსენების დღეს ეკლესია 2 აგვისტოს აღნიშნავს

საზოგადოება
2026 წლის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს, 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე, ასევე, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრირებულებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეს 10:00 საათიდან შეეძლებათ.

გამოცდებზე დასაშვებად აუცილებელია, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საგამოცდო ბარათის წარმოდგენა. საგამოცდო ბარათზე მოცემულია საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, რეგისტრაციის დაწყების დრო.

ცენტრი მონაწილეებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ მონაცემებს და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან. მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების გარეშე.

საგამოცდო ბარათის ამობეჭდვის დეტალური ინსტრუქციის ნახვა შესაძლებელია online.naec.ge -ს ოფიციალურ ვებგვერდზე. ბარათის ამობეჭდვა ნებისმიერ დროს, მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაშია შესაძლებელი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის