USD 2.6800
EUR 2.8848
RUB 2.9378
Тбилиси
12 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  716

12 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 316-ე დღე (ნაკიან წლებში – 317-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 49 დღე.

დღის მოვლენები

  • 1902 : ენრიკე კარუზოს გამოშვებული გრამფირფიტა პირველი გახდა მსოფლიოში რომელიც 1 მილიონზე მეტი ეგზემპლარით გაიყიდა.
  • 1905 : ნორვეგიაში ჩატარებული რეფერენდუმით ქვეყანა რესპუბლიკის ნაცვლად მონაქრიად გამოცხადდა.
  • 1917 : საბჭოთა მთავრობა პეტროგრადში ზამთრის სასახლეს საზოგადოებრივ მუზეუმად აცხადებს.
  • 1918 : ავსტრია რესპუბლიკა ხდება.
  • 1927 : ლევ ტროცკი საბჭოთა კომუნისტური პარტიიდან გარიცხდეს, სტალინს ერთპიროვნული ძალაუფლება მიენიჭა.
  • 1938 : ჰერმან გერინგი აცხადებს ნაცისტური გერმანიის გეგმას მადაგასკარის „ებრაელთა სამშობლოდ“ გარდაქმნის შესახებ.
  • 1945 : იუგოსლავიის არჩევნებში ტიტო იმარჯვებს.
  • 1959 : მთვარისკენ გაშვებულ იქნა მეორე ავტომატური სადგური „ლუნა-2“.
  • 1980 : ნასას კოსმოსური აპარატი ვიაჯერ I სატურნთან ყველაზე ახლოს მიდის და მისი რგოლების პირველ ფოტოსურათებს იღებს.
  • 1982 : იური ანდროპოვი საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი ხდება, ლეონიდ ბრეჟნევის გარდაცვალების შემდეგ.
  • 1990 : აკიჰიტო იაპონიის 125-ე მონარქი ხდება.
  • 2007 : ქერჩის სრუტეში შტორმის გამო 10 გემი ჩაიძირა, 2000 ტონა მაზუთი და 6000 ტონა გოგირდი ჩაიღვარა, რამაც რეგიონს ეკოლოგიური საფრთხე შეუქმნა.
  • 2009 : NASA-ს LCROSS პროექტმა მთვარეზე კაბეუსის კრატერზე წყალი აღმოაჩინა.
  • 2011 : იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი თანამდებობიდან გადადგა.
  • 2014 : კოსმოსური ხომალდი ფილი, გაშვებული ევროპული კოსმოსური სააგენტოს ზონდ როზეტადან, კომეტა 67P/ჩურიომოვ–გერასიმენკოს ზედაპირს აღწევს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1528 : კი ჯიგუანგი — ჩინელი მხედართმთავარი
  • 1833 : ბოროდინი, ალექსანდრე — რუსი კომპოზიტორი
  • 1840 : როდენი, ოგიუსტ — ფრანგი მოქანდაკე
  • 1850 : ჩიგორინი, მიხეილ — რუსი მოჭადრაკე
  • 1866 : სუნ იატსენი — ჩინეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი
  • 1891 : ნიკოლსონი, სეტ ბარნზ — ამერიკელი ასტრონომი
  • 1894 : ედვარდ VIII — ინგლისის მეფე
  • 1929 : ბიკოვი, როლან — საბჭოთა მსახიობი
  • 1935 : გურჩენკო, ლიუდმილა — საბჭოთა მსახიობი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 607 : ბონიფაციუს III — რომის პაპი
  • 1035 : კნუდ I დიდი — დანიის, ინგლისის და ნორვეგიის მეფე
  • 1094 : დუნკან II — შოტლანდიის მეფე
  • 1202 : კნუდ VI — დანიის მეფე
  • 1252 : ბლანკა კასტილიელი — საფრანგეთის დედოფალი
  • 1434 : ლუი III — ნეაპოლის მეფე
  • 1948 : ჯორდანო, უმბერტო — იტალიელი კომპოზიტორი
  • 1956 : ხუან ნეგრინი — ესპანეთის პრემიერ-მინისტრი
  • 2018 : სტენ ლი — ამერიკელი მწერალი, რედაქტორი და კომიქსების პერსონაჟთა შემქმნელი

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • იოთამ ზედგენიძე
    • ზინობი და ზინობია
    • ტერტიოსი, მარკოზი, იოსტოსი და არტემონი - სამოცდაათთაგანნი
    • მარკიანე სირაკუზელი
    • წმინდა ევტროპია
    • ანასტასია თესალონიკელი
    • სტეფანე მილიუტინი, სტეფანე დრაგუტინი და დედა მათი ელენე

 

спорт
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати