USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
11 ივლისი - ეს დღე ისტორიაში
Date:  287

11 ივლისი — გრიგორიანული კალენდრის 192-ე დღე (ნაკიან წლებში – 193-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 173 დღე.

 

დღის მოვლენები

1735 : მათემატიკური გამოთვლები მიანიშნებს, რომ ამ დღეს პლუტონმა გადაინაცვლა მზის სისტემაში სიშორით მეცხრედან მერვე ადგილზე ბოლოჯერ 1979 წლამდე.

1789 : ჟაკ ნეკერის საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის პოსტიდან გადაყენება იწვევს ბასტილიის შტურმის დაწყებას.

1789 : მათხოჯის ბრძოლა: ერეკლე II-ისა და ოდიშის ლაშქრის დახმარებით დავით არჩილის ძე ამარცხებს იმერთა მეფე დავით II-ს და ადის ტახტზე სოლომონ II-ის სახელით.

1811 : იტალიელი მეცნიერი ამედეო ავოგადრო (სურათზე) აქვეყნებს ჰიპოთეზას აირების მოლეკულურ სტრუქტურაზე, რომელსაც დღეს ავოგადროს კანონი ჰქვია.

1893 : კოკიჩი მიკიმოტომ პირველად მოახერხა მარგალიტის ხელოვნურად მოყვანა.

1895 : ძმები ლუმიერები მეცნიერებისთვის აწყობენ კინოფილმის დემონსტრაციას.

1919 : რვასაათიანი სამუშაო დღე და უქმე კვირადღე დაკანონდა ნიდერლანდებში.

1921 : მონღოლეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა.

1962 : პირველი ტრანსატლანტიკური სატელევიზიო ტრანსმისია გახორციელდა.

1977 : მარტინ ლუთერ კინგს მშვიდობის მედალი მიენიჭა გარდაცვალების შემდეგ.

1995 : სრებრენიცის გენოციდი - სერბთა ჯარები იპყრობენ ბოსნიურ ქალაქ სრებრენიცას. რვა ათასზე მეტი მცხოვრები მოკლულ იქნა. ეს ქმედება ყველაზე საზარელ მოვლენად ითვლება ევროპის უახლეს ისტორიაში.

2007 : პროგრამით პარტნიორობა მშვიდობისთვის საქართველოში ნატოს თოთხმეტ პარტნიორ ქვეყანათა საჰაერო ძალების წვრთნები ჩატარდა (11-19 ივლისი).

2010

ესპანეთის ნაკრები ფიფას მსოფლიო საფეხბურთო თასის მფლობელი გახდა.

ტერაქტების სერიას კამპალაში, უგანდა, 74 ადამიანი ემსხვერპლა.

მზის სრული დაბნელება წყნარი ოკეანის უმეტეს ნაწილზე.

2012 : ასტრონომებმა პლუტონის მეხუთე თანამგზავრი, S/2012 P 1 აღმოაჩინეს.

2021

5 ივლისის აქციის მსხვერპლი, „ტვ პირველის“ ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა გარდაიცვალა.

იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფინალში ინგლისს ამარცხებს და 2020 წლის ევროპის ჩემპიონი ხდება.

ამ დღეს დაბადებულნი

1767 : ადამსი, ჯონ კუინსი — აშშ-ის მე-6 პრეზიდენტი (გ.1848)

1876 : ჟაკობი, მაქს — ფრანგი მწერალი და მხატვარი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1937 : გერშვინი, ჯორჯ — ამერიკელი კომპოზიტორი (დ.1898)

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

აღმოყვანება ნაწილთა წმიდათა და საკვირველთმოქმედთა კვიროს და იოანესი

პავლე მკურნალი

სერგი და გერმანე

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი ტრიხერუსა ანუ სამხელიანი

აგრეთვე:

ბენინი : დამოუკიდებლობის დღე

ბურკინა-ფასო : დამოუკიდებლობის დღე

მონღოლეთი : "ნაადამის" დღესასწაული

ნიგერია : დამოუკიდებლობის დღე

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way