USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
"100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" - მთავრობამ გასაყიდად 90 მლნ-ის ქონება გამოიტანა
дата:  976

ეკონომიკის სამინისტრომ დღეს პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 90 მილიონი ლარის ღირებულების ქონება გამოიტანა საპრივატიზაციოდ.  

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საპრივატიზაციო პაკეტში წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა საინვესტიციო ქონება, ასევე რამდენიმე გაჩერებული, სახელმწიფო საწარმოს წილიც.

"ამჯერად კერძო სექტორს საინვესტიციოდ მიმზიდველ 90 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებას, მათ შორის 54 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და 6 სახელმწიფო საწარმოს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში გასაყიდ ქონებებს შორის 89 ობიექტი 25-50% -იანი ფასდაკლებით გაიყიდება. პრივატიზების პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე,"- აცხადებს მინისტრი.

2021 წლის განახლებული ბიუჯეტით, წელს მთავრობა 480 მილიონი ლარის ღირებულების ქონების გაყიდვას გეგმავს. 2021 წლის 6 თვეში პრივატიზაციიდან ფაქტობრივად მიღებულმა შემოსავალმა 95.4 მილიონი შეადგინა.
общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати