ეკონომიკის სამინისტრომ დღეს პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 90 მილიონი ლარის ღირებულების ქონება გამოიტანა საპრივატიზაციოდ.
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საპრივატიზაციო პაკეტში წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სხვადასხვა საინვესტიციო ქონება, ასევე რამდენიმე გაჩერებული, სახელმწიფო საწარმოს წილიც.
"ამჯერად კერძო სექტორს საინვესტიციოდ მიმზიდველ 90 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებას, მათ შორის 54 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და 6 სახელმწიფო საწარმოს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში გასაყიდ ქონებებს შორის 89 ობიექტი 25-50% -იანი ფასდაკლებით გაიყიდება. პრივატიზების პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე,"- აცხადებს მინისტრი.
დღეს აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალურად დატოვებს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აშშ-ის 2024-2025 წლებში ორგანიზაციაში შესატანი 260 მილიონი დოლარი ჯერჯერობით არ გადაუხდია.
აშშ-ის კანონმდებლობის თანახმად, აშშ-მა ორგანიზაციის დატოვებამდე ყველა გადაუხდელი დავალიანება უნდა დაფაროს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების საკითხს ჯანმოს აღმასრულებელი საბჭო თებერვალში განიხილავს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დატოვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი გასულ წელს, თანამდებობის დაკავების პირველივე დღეს მოაწერა.