მეცნიერები გამოცემაში New England Journal of Medicine გამოქვეყნებულ ნაშრომში იტყობინებიან, რომ ახალი თერაპიის შედეგად, კვლევაში მონაწილე ონკოლოგიური პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა სრულად განიკურნა. სპეციალისტთა განცხადებით, ეს ისტორიაში პირველი მსგავსი პრეცედენტია.
ბოლო დროს, ინოვაციური მეთოდებით ადამიანებსა თუ ცხოველებში კიბოსთან ბრძოლაში მეცნიერებმა არაერთ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა, ეს დაავადება ინდივიდუალურია და ძნელია ისეთი საშუალების პოვნა, რომელიც ყველა პაციენტზე ერთნაირად იმოქმედებს. სწორედ ამიტომ, უკანასკნელი მიღწევა იმედისმომცემია, რადგან საუბარია ცდისპირთა სრულმასშტაბიან გამოჯანმრთელებაზე.
მათ ამისთვის მედიკამენტი, სახელად დოსტარლიმაბი გამოიყენეს, რომელიც მონოკლონური ანტისხეული გახლავთ. ის PD-1-ად წოდებულ ცილას უტევს, რომელიც, PD-L1-თან ერთად, სიმსივნის გარეთ იმუნური სისტემისგან დამცავ ერთგვარ ფარს ქმნის. მისი მეშვეობით სიმსივნე შეუფერხებლად იზრდება. უკეთ გასაგები რომ იყოს, PD-1-ს შეუძლია, T ლიმფოციტები "უდანაშაულო" უჯრედების განადგურებისგან შეაკავოს, მაგრამ სიმსივნე ამ ფუნქციას თავის სასიკეთოდ წარმართავს.
კვლევაში კოლორექტული (ნაწლავის) სიმსივნის მქონე 16 ადამიანი ჩაერთო, რომელმაც მკურნალობის 6-თვიანი კურსი გაიარა. მეცნიერთა მიერ ნაშრომის წერის დროს მათგან 12-ს კურსი უკვე დასრულებული ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ამ პაციენტების ორგანიზმში სიმსივნური წანაზარდი გაქრა. მავნე უჯრედები არც თერაპიიდან 12 თვის შემდეგ დაფიქსირებულა. ამ პერიოდისთვის 16-ვე ცდისპირი ცოცხალი იყო.
უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული მედიკამენტის მიღების შედეგად რაიმე სერიოზული უკუჩვენება არ გამოვლენილა, თუ არ ჩავთვლით დაღლილობასა და გამონაყარს. მართალია, ეს კვლევა მცირემასშტაბიანი იყო, მაგრამ მომავალში პრეპარატს უფრო მეტ ადამიანზე გამოცდიან. თითოეული დოზის ღირებულება დაახლოებით 11 000 აშშ დოლარია, ანუ ის საკმაოდ ძვირია, თუმცა სხვა არასასიამოვნო თერაპიების საჭიროებას გამორიცხავს.
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 18 სექტებერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონები
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ნორიოს აღმართის, ცაბაძის (ნაწილობრივ), ფიფიების, ვორონინის, თევდორე მღვდლის, გორის, ბათუმის, ფოთის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, აბასთუმნის, ჩუბინაშვილის, ფოცხვერაშვილის, გოგოლის, გროზნოს, მამრაძის, დონდუას, ქინქლაძის, ჩიტაიას, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თვალჭრელიძის, ცოტნე დადიანის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის, მამარდაშვილის, თეთნულდის, კიკვიძის, პალიასტომის, მარუაშვილის და ზაზიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გარდაბნის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), ლოტკინის სანერგე მეურნეობის (ნაწილობრივ), რეხის დასახლების, ხაჩატურიანის, რეხის, ენუქიძის, გაბისკირიას, ყუბანეიშვილის, ჟორდანიას, თამარ და აკაკი პაპავების, ჯინჭარაძე, ლოლაძის, მახათას, ცაიშის, დადიანი-ანჩაბაძის, აგიაშვილის, ივერთუბნის, ბარაკონის, კარტოზიას, ხორნაულის, ყანჩელის, დოლიძის, გაბუნიას, ბეთაშვილის, ალავერდის, ახალი რეხის, ვალერიან კანდელაკის, მახათას, თამარ მამულაშვილის, მარინე უთმელიძის, გურამ გაბისკირიას, რაულ ეშბას, ალოიზ მიზანდარის და ანასტასია თუმანიშვილი-წერეთლის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალას, ფონიჭალის დასახლების, ქვემო ფონიჭალის დასახლების, ვაგზლის, გულიკო გოდოლაძის, ევსტათი მცხეთელის, შოთა ნიშნიანიძის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მოსაშვილის, ბერძენიშვილის, დარიალის, კავსაძის და ფალიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), დიდიმ მირცხულავას, ირაკლი აბაშიძის, ფალიაშვილის, არაყიშვილის და ბაზალეთის ქუჩების მოსახლეობას.