USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
10 სექტემბერი - ეს დღე ისტორიაში
Date:  709

10 სექტემბერი — გრიგორიანული კალენდრის 253-ე დღე (ნაკიან წლებში – 254-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 112 დღე.

დღის მოვლენები

1823 : სიმონ ბოლივარი პერუს პრეზიდენტად გამოცხადდა.

1846 : ელიას ჰოუი საკერავი მანქანის პატენტს იღებს.

1898 : ავსტრიის დედოფალი ელისაბედი მოკლულ იქნა ლუიჯი ლუხენის მიერ.

1919 : ავსტრია და მოკავშირეები ხელს აწერენ სენ-ჟერმენის ხელშეკრულებას, რომლითაც პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიისა და იუგოსლავიის დამოუკიდებლობა ცნეს.

1939 : კანადა ნაცისტურ გერმანიას ომს უცხადებს.

1943 : მეორე მსოფლიო ომი — გერმანული ძალები რომის ოკუპაციას იწყებენ.

1951 : დიდი ბრიტანეთი ირანს ეკონომიკურ ბოიკოტს უცხადებს.

1967 : გიბრალტარის მოსახლეობა კენჭს უყრის ბრიტანეთის დამოკიდებულებაში დარჩენას ესპანეთთან შეერთების ნაცვლად.

1974 : გვინეა-ბისაუ პორტუგალიისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.

1977 : ბოლო სიკვდილით დასჯა გილიოტინაზე საფრანგეთში — ჰამიდა ჯანდუბის მწვალებლობისა და მკვლელობისთვის მარსელის ბომეტრის ციხეში თავი მოჰკვეთეს.

1988 : ოსამა ბინ ლადენი საკუთარ ბინაში ავღანეთში ალ ქაიდას აფუძნებს.

1990 : იამუსუკროს ღვთისმშობლის ტაძარი, კოტ-დ’ივუარი, უდიდესი ეკლესია აფრიკაში, აკურთხა პაპმა იოანე პავლე II-მ.

2002 : შვეიცარია გაეროს წევრი ხდება.

2003 : ანა ლინდი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაღაზიაში უცნობმა სასიკვდილოდ დაჭრა.

2006 : მიხაელ შუმახერი, ყველაზე წარმატებული ფორმულა ერთის მძღოლი, სპორტიდან მიდის.

2007 : პირველი მალაიზიელი კოსმონავტი შეიხ მუზაფარ შუქორი გაფრინდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ სოიუზ ტმა-11 ხომალდით.

2012 : ჰასან შეიხ მუჰამადი სომალის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

1901 : ასათიანი, ვლადიმერ — ქართველი ბიოქიმიკოსი

1939 : ბერიაშვილი, ზარბეგ — ქართველი სპორტსმენი

ამ დღეს გარდაცვლილნი

1122 : ჰარირი — არაბი მწერალი.

1806 : ადელუნგი, იოჰან კრისტოფ — გერმანელი გრამატიკოსი და ლექსიკოგრაფი

2021 : ჟორჟე სამპაიუ — პორტუგალიის ყოფილი პრეზიდენტი.

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა შუშანიკი

მოსე შავი

მართალი ანა წინასწარმეტყველი

ეზეკია – იუდეის მეფე

კრება ღირს კიევო-პეჩორელ მამათა, შორეულ, თეოდოსის მღვიმეებში განსვენებულთა

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way