USD 2.7558
EUR 3.1259
RUB 3.2753
Tbilisi
10 ოქტომბერი - ეს დღე ისტორიაში
 190

10 ოქტომბერი — გრიგორიანული კალენდრის 283-ე დღე (ნაკიან წლებში – 284-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 82 დღე.

დღის მოვლენები

  • 680 : ქარბალის ბრძოლა — ხალიფა იაზიდ I-ის ბრძანებით თავი მოკვეთეს შიიტ იმამ ჰუსეინ იბნ ალის, წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილს. შიიტი მუსლიმები ამ დღეს მოიხსენიებენ როგორც ააშურას.
  • 732 : პუატიეს ბრძოლა — პუატიესთან (საფრანგეთი), კარლოს მარტელი თავის მებრძოლებთან ერთად ამარცხებს მავრთა მრავალრიცხოვან არმიას, რითაც ხელს უშლის მუსლიმთა დასავლეთ ევროპაში შეღწევას.
  • 1780 : დიდი ურაგანი კარიბებზე 30 000-მდე ადამიანს კლავს.
  • 1868 : კუბამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
  • 1872 : საქართველოს რკინიგზა — პირველი რეისი ხორციელდება თბილისი-ფოთის მიმართულებით.
  • 1938 : მეორე მსოფლიო ომი — მიუნხენის შეთანხმებით ზუდეტენლანდი გერმანიას გადაეცა.
  • 1944 : ჰოლოკოსტი — აუშვიცის სიკვდილის ბანაკში 800-მდე ბოშა ბავშვი მოკლეს.
  • 1964 : ტოკიოში გაიხსნა მე-18 ოლიმპიური თამაშები.
  • 1970 : ფიჯიმ დამოუკიდებლობა მიიღო.
  • 1987 : ფიჯიში ჩამოყალიბდა რესპუბლიკური წყობა.
  • 2006 : ბრიტანელ-ინდოელ მწერალ კირან დესაის 2006 წლის ბუკერის პრემია მიენიჭა საუკეთესო რომანისთვის.
  • 2007 : გერჰარდ ერტლი ნობელის პრემიას იღებს ქიმიის დარგში მყარი ზედაპირების ქიმიური პროცესების კვლევისთვის.
  • 2008 : ფინეთის ყოფილი პრეზიდენტი და გაეროს დიპლომატი მარტი აჰტისაარი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • 2009 :
    • თურქეთმა და სომხეთმა ყარაბაღის ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინეს.
    • პოლონეთის პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ ხელი მოაწერა ლისაბონის შეთანხმებას. ერთადერთი ევროპული სახელმწიფო, რომელიც ამ ტრაქტატს ჯერ არ შეერთებია, ჩეხეთია.
  • 2011 : ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგში ტომას სარჯენტი და კრისტოფერ სიმსი (აშშ) გახდნენ.
  • 2013 :
    • პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსაფზაი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა.
    • კანადელი ელის მანრო ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
  • 2014 : მალალა იუსაფზაი და კაილაშ სატიართი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.
  • 2019 : 2018 და 2019 წლების ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში შესაბამისად ოლგა ტოკარჩუკი (პოლონეთი) და პეტერ ჰანდკე (ავსტრია) გახდნენ.
  • 2022 : ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკაში ამერიკელები ბენ ბერნანკე, დუგლას დაიმონდი და ფილიპ დიბვიგი გახდნენ.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1728 : ბარათაშვილი, იესე — ქართველი მწერალი (გ.1786)
  • 1746 : გიორგი XII — ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე (გ.1800)
  • 1813 : ჯუზეპე ვერდი — იტალიელი კომპოზიტორი;
  • 1832 : ისაბელა II — ესპანეთის დედოფალი (გ.1904)
  • 1861 : ნანსენი, ფრიტიოფ — ნორვეგიელი მკვლევარი
  • 1870 : ბუნინი, ივან — რუსი მწერალი (გ.1953)
  • 1900 : ანთაძე, დოდო — ქართველი რეჟისორი
  • 1913 : სიმონი, კლაუდ — ფრანგი მწერალი
  • 1917 : მონკი, თელონიუს — ამერიკელი პიანისტი (გ. 1982)
  • 1923 : პარსონსი, ნიკოლას — ინგლისელი მსახიობი
  • 1930 : პინტერი, ჰაროლდ — ინგლისელი სცენარისტი, რეჟისორი, მსახიობი, ნობელის პრემიის ლაურეატი (გ. 2008)
  • 1953 : იური, მიჯ — შოტლანდიელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, პროდიუსერი (Slik, Rich Kids, Thin Lizzy, Visage და Ultravox)
  • 1954 : დევიდ ლი როთი — ამერიკელი სიმღერების ავტორი, მომღერალი, პროდიუსერი (Van Halen)
  • 1978 : ჯოდი ლინ ო’კიფი — ამერიკელი მოდელი და მსახიობი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 19 : ნერონ კლავდიუს დრუზუს გერმანიკუსი — ტიბერიუსის ეპოქის გამოჩენილი რომაელი მხედართმთავარი
  • 680 : ჰუსეინ იბნ ალი — არაბი იმამი
  • 732 : აბდულ რაჰმან ალ გაფიკი — ანდალუსიის მავრი მმართველი
  • 833 : ალ-მამუნი — ბაღდადის ხალიფა
  • 1359 : ჰუგო IV — კვიპროსის მეფე
  • 1875 : ალექსეი ტოლსტოი — რუსი მწერალი
  • 1913 : კაცურა ტარო — იაპონიის პრემიერ-მინისტრი
  • 1914 : კარლოს I — რუმინეთის მეფე
  • 1934 : ტერენტი გრანელი — ქართველი პოეტი (დ.1897)
  • 1973 : ლუდვიგ ფონ მიზესი — ავსტრიელი ეკონომისტი და ლიბერალი
  • 1985 : იულ ბრინერი — ამერიკელი მსახიბი
  • 2009 : სტივენ გეიტლი — ირლანდიელი სიმღერების ავტორი, მომღერალი, მოცეკვავი და მსახიობი (Boyzone) (დ. 1976)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა კალისტრატე
    • მარკოზ მახარებელი, არისტარქოსი და ზინა
    • წმინდა ეპიქარია
    • ღირსი ეგნატე
    • საბატი სოლოვკელი
  • აგრეთვე:
    • ფიჯი : ეროვნული დღე
culture
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way