USD 2.6942
EUR 3.1282
RUB 3.3717
Тбилиси
10 მარტი - ეს დღე ისტორიაში
дата:  303

10 მარტი — გრიგორიანული კალენდრის 69-ე დღე (ნაკიან წლებში — 70-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 296 დღე.

დღის მოვლენები

  • ძვ. წ. 241 : პირველი პუნიკური ომი უკანასკნელი ეგატის კუნძულებთან ბრძოლა, რომელმაც განაპირობა რომის გამარჯვება.
  • 1624 : ინგლისმა ომი გამოუცხადა ესპანეთს.
  • 1801 : ბრიტანეთში ჩატარდა მოსახლეობის პირველი აღწერა.
  • 1813 : გერმანიაში დაწესდა სამხედრო ორდენი რკინის ჯვარი.
  • 1830 : ჩეჩნები და დაღესტნელები იწყებენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას.
  • 1893 : კოტ-დ’ივუარი საფრანგეთის კოლონია ხდება.
  • 1910 : ჩინეთში აიკრძალა მონობა.
  • 1952 : ფულგენსიო ბატისტა ტარმატებულ სამხედრო გადატრიალებას ახდენს კუბაზე.
  • 1967 : აშშ-ის ავიაციამ განახორციელა პირველი საჰაერო დარტყმები ვიეტნამზე.
  • 1982 : სიზიგი — მზის სისტემის 9 პლანეტა ერთ ხაზზე ეწყობა მზის გასწვრივ.
  • 2009 : გერმანიაში, ვინენდენის სკოლაში მომხდარმა სროლებმა 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
  • 2012 : საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 19:13 დაამარცხა.
  • 2017 : სამხრეთ კორეის კონსტიტუციურმა სასამართლომ პრეზიდენტ პაკ კინ ჰეს იმპიჩმენტი დაამტკიცა.
  • 2022 : კატალინ ნოვაკი უნგრეთის პრეზიდენტად აირჩიეს.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 1452 : ფერდინანდ II — არაგონის (1479–1516) —სიცილიისა (1468–1516), ნეაპოლის მეფე (1504–1516)
  • 1503 : ფერდინანდ I — საღვთო რომის იმპერატორი (1558–1564)
  • 1533 : ფრანჩესკო III გონძაგა — მანტუის ჰერცოგი (1540–1550)
  • 1748 : ჯონ პლეიფერი — შოტლანდიელი გეოლოგი და მათემატიკოსი.
  • 1772 : ფრიდრიხ შლეგელი — გერმანელი ფილოსოფოსი
  • 1786 : ხოსე მარია ვარგასი — ვენესუელის მე-4 პრეზიდენტი (1835–1836)
  • 1787 : უილიამ ეტი — ინგლისელი მხატვარი
  • 1787 : ფრანსისკო მარტინეს დე ლა როსა — ესპანელი მწერალი
  • 1788 : იოზეფ ფონ აიხენდორფი — გერმანელი პოეტი და პროზაიკოსი
  • 1789 : მანუელ დე ლა პენია ი პენია — მექსიკელი პოლიტიკური მოღვაწე
  • 1833 : პედრო ანტონიო დე ალარკონი — ესპანელი ნოველისტი
  • 1840 : ფენი ვანდეგრიფტი — შოტლანდიელი მწერლის რობერტ ლუის სტივენსონის მეუღლე
  • 1845 : ალექსანდრე III — რუსეთის იმპერატორი (1881–1894)
  • 1847 : ქეით შეპარდი — ახალზელანდიელი ქალთა უფლებების დამცველი.
  • 1858 : კოკიჩი მიკიმოტო — იაპონელი მეწარმე.
  • 1873 : იაკობ ვასერმანი — გერმანელი მწერალი.
  • 1873 : მარია პერინი — იტალიელი ბალერინა, და ქართული საბალეტო სკოლის ფუძემდებელი.
  • 1875 : ვლადიმერ ახმეტელი — ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე
  • 1879 : ჰანს ლუთერი — გერმანელი პოლიტიკოსი.
  • 1888 : ბარი ფიცჯერალდი — ირლანდიელი მსახიობი.
  • 1889 : ტარასი კვარაცხელია — ქართველი აგრონომი
  • 1900 : პიტერ დე როუზი— ამერიკელი ჯაზ–პოპ მუსიკოსი.
  • 1905 : ლევან გოთუა — ქართველი მწერალი
  • 1909 : ვახტანგ არეშიძე — ქართველი მსახიობი
  • 1915 : გამარ ალმასზადე — აზერბაიჯანელი ბალერინა
  • 1915 : შოთა შავგულიძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1920 : ბორის ვიანი — ფრანგი პროზაიკოსი
  • 1923 : ზოია რუხაძე — ქართველი პარტიზანი ქალი
  • 1932 : იენგ ტირიტი — კამბოჯელი პოლიტიკოსი
  • 1935 : ნოდარ ჭითანავა — ქართველი ეკონომისტი
  • 1936 : ზეპ ბლატერი — ფიფა-ს პრეზიდენტი (1998–2015)
  • 1936 : ანზორ გომართელი — ქართველი მოქანდაკე.
  • 1938 : იერონიმე II — ელადის მართლმადედებელი ეკლესიის მეთაური
  • 1940 : ჩაკ ნორისი — ამერიკელი მსახიობი.
  • 1940 : დეივიდ რეიბი — ამერიკელი დრამატურგი და სცენარისტი.
  • 1956 : ჰელმუტ ლანგი — ავსტრიელი მოდის დიზაინერი
  • 1957 : ოსამა ბინ ლადენი — ალ-კაიდას დამფუძნებელი
  • 1957 : გრემ ბროუდი — ინგლისელი დრამერი
  • 1958 : შერონ სტოუნი — ამერიკელი კინომსახიობი.
  • 1964 : ნენე ჩერი — შვედი მომღერალი
  • 1964 : ედუარდი (უესექსის ერლი) — გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ისა და ჰერცოგ ფილიპეს უმცროსი შვილი.
  • 1971 : ჯონ ჰემი — ამერიკელი მსახიობი
  • 1973 : ევა ჰერციგოვა — ჩეხი სუპერმოდელი და მსახიობი.
  • 1976 : გიორგი მეგრელიშვილი — ქართველი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი.
  • 1981 : გიორგი ადამია — ქართველი ფეხბურთელი
  • 1981 : სამუელ ეტო’ო — კამერუნელი ფეხბურთელი
  • 1984 : ოლივია უაილდი — ამერიკელი მსახიობი.
  • 1985 : ლასანა დიარა — ფრანგი ფეხბურთელი
  • 1992 : ემილი ოსმენტი — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი
  • 1993 : ჯეკ ბატლენდი — ინგლისელი ფეხბურთელი
  • 1994 : ბუდუ ზივზივაძე — ქართველი ფეხბურთელი
  • 1994 : პაპუნა ფონიავა — ქართველი ფეხბურთელი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1819 : იაკობი, ფრიდრიხ ჰაინრიხ — გერმანელი მწერალი და ფილოსოფოსი
  • 1878 : ახუნდოვი, მირზა — აზერბაიჯანელი მწერალი-განმანათლებელი
  • 1895 : მუხრანბატონი, ივანე — მსხვილი ქართველი მემამულე.
  • 1900 : ჰარტმანი, იოჰან პეტერ ემილ — დანიელი კომპოზიტორი.
  • 1932 : ჰალირი, ჰანს — გერმანელი ბოტანიკოსი.
  • 2001 : ვოროშილოვი, ვლადიმერ — რუსი ტელეწამყვანი და რეჟისორი.

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • პორფირე ღაზელი
    • სებასტიანე და ქრისტოდულე
    • იოანე კალფა
аналитика
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება - გიორგი კობერიძე
თავს თუ არ მოვიტყუებთ დასავლეთის ჩართილობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაახლოება სამხრეთ კავკასიისთვის კი ძალიან დიდი უპირატესობაა და რეგიონის მიზიდულობასაც გაზრდის, მაგრამ საქართველოზე გამავალი შუა დერეფნისათვის ეს ყველაფერი სერიოზული დარტყმა იქნება. ამერიკის მცდელობა იშუამდგომლოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, განპირობებულია ორი მარტივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მიზნით:
 
1. ზანგეზურის დერეფნის ირიბი კონტროლი: - აშშ-ს მიზანია არ დაუშვას ირანის, ჩინეთისა და რუსეთის გავლენა ამ ახალ საერთაშორისო ეკონომიკურ მიმართულებაზე. პირიქით, ამ დერეფნის ვაშინგტონზე დამოკიდებულებაა პრიორიტეტი. მეთოდურად, ამერიკული გავლენისა და არაპირდაპირი კონტროლის უკან უამრავი მექანიზმი არსებობს: ამერიკული კერძო კომპანიების მეშვეობით, ინვესტიციებით, გზის უსაფრთხოების ვალდებულებით, საერთაშორისო მისიით, სამმხრივი პარტნიორობით, რეჟიმების მხარდაჭერით, რაიმე სახის ხელშეკრულებით და ასე შემდეგ. მეთოდი ბევრია, გავლენებისა და ირიბი კონტროლის ზრდა კი ამ ყველაფრიდან გამომდინარეობს.
 
2. შუა დერეფნის შიგნით ალტერნატივების გაჩენა: - ამერიკელებს უყვართ გამოთქმა, რომ არასდროს უნდა ჩადო ყველა კვერცხი ერთ კალათაში. საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი თითქმის უალტერნატივო იყო. რუსული ანუ ჩრდილოეთის დერეფანი დახურულია. წითელი ზღვის საზღვაო დერეფანი ორი წელია საბრძოლო ზონადაა ქცეული, ირან-ისრაელის ომებმა ახლო აღმოსავლეთის საჰაერო გზაგამტარიც არასტაბილურად აქცია და კავკასიაზე გადმორთო. ამ ყველაფრიდან და სომხეთ-აზერბაიჯანული დაპირისპირებიდან გამომდინარე საქართველო ერთ-ერთ ძირითად ეკონომიკურ დერეფნად რჩებოდა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 25 წელიწადი ასე იყო მოაზრებული და საქართველოც ასე პოზიციონირებდა.
 
ახლა კი საქართველოსთან დაკავშირებით განწყობები იცვლება და სხვადასხვა კალათის მნიშვნელობა იზრდება: ამერიკელი და ევროპელი ანალიტიკოსები ღიად საუბრობენ რომ ზანგეზურის ალტერნატივა უნდა ამუშავდეს და დაიტვირთოს, რომლის მნიშვნელობა ეკონომიკურიც იქნება და პოლიტიკურიც. ეკონომიკურში იმას გულისხმობენ, რომ გზა მოკლდება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის: სომხეთზე გამავალი გზა უფრო მოკლე იქნება ვიდრე საქართველოზე გამავალი. ამასთან, ზანგეზურის გზით სომხეთის სამხრეთული სიუნიქის პროვინციაც გამოცოცხლება და აზერბაიჯანის ნახიჩევანიც. სწორედ ამ უკანასკნელიდანაა ალიევების ოჯახი. შესაბამისად, ბაქოს დამატებითი მოტივაციაც აქვს ნახიჩევანის გასავითარებლად და იქ გზის დასატვირთად.
 
ეკონომიკური გასაგებია, მაგრამ შეფასებებში პოლიტიკური განზომილება ყველაზე სამწუხარო და თვალშისაცემია: დასავლური ანალიტიკური ორგანიზაციები ღიად აცხადებენ, რომ საქართველო რუსულ და ჩინურ ორბიტაზეა გადასული, შესაბამისად, მისდამი ნდობა აღარ არსებობს. ამიტომ, მათი არგუმენტებით, აუცილებელია შეიქმნას ახალი პოლიტიკური საყრდენი კავკასიაში, რომელიც რუსეთის გავლენების მიღმა იქნება.
ვახსენოთ თურქეთიც: ანკარასათვის სომხეთის ეკონომიკური მიბმა გავლენის ზრდასთანაა დაკავშირებული. რაც უფრო სუსტად იქნება წარმოდგენელი რუსეთი სომხეთში, ნიშნავს რომ თურქეთი მით უფრო გაძლიერდება იქ. სომხეთთან შედარებით თურქეთი ეკონომიკური გიგანტია და მისი შესვლა ახალ ბაზარზე დიდი ეფექტის მქონე იქნება და პოლიტიკურად გადათარგმნის პერსპექტივაც ექნება. ეს ერთ და ორ დღეში არ მოხდება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ორ ქვეყანას შორის, ოფიციალურ დონეზე ხისტი რიტორიკა სრულიად შეცვლილია.
 
ცხადია, სომხეთის რუსეთისაგან სრულად ჩამოხსნაზე საუბარი ამ ეტაპზე გადაჭარბებულია, მაგრამ მოსკოვი რომ გავლენებს კარგავს ეს შესანიშნავია. კვლევითი ორგანიზაციები არაორაზროვნად საუბრობენ, რომ წაგებულებს შორის რუსეთი, საქართველო და ჩინეთია. თუმცა ეს უკანასკნელი თურქეთთანაც გამონახავს ენას. რუსეთს სომხეთში ბევრი სვლა არ აქვს საბოტაჟებისა და გადატრიალების გარდა (და ომებისაგან განსხვავებით ისინი მას ძალიან კარგად გამოსდის). ისიც მოსალოდნელია, რომ დასავლეთის ჩართულობის ხელის შესაშლელად მოსკოვი ყველა ღონეს იხმარს და მათ ნაწილს უკვე ხმარობს კიდეც - სომხეთში არეულობა და გადატრიალება სცადა მან - ამ თემაზე გამოძიება სომხეთში ახლაც მიმდინარეა. არც ჩინეთი იქნება გულხელდაკრეფილი.
 
რაც შეეხება საქართველოს: ახლა საქართველოში ჩატარებული ნატოს წვრთნები Agile Spirit სწორედ იმის მანიშნებელი იყო, რომ აშშ კვლავ ცდილობს კავშირების შენარჩუნებას აქ. საქართველოს რუსულ ბანაკში საბოლოო აღმოჩენა შავ ზღვაზე რუსეთის გაძლიერებას და კავკასიაში მოსკოვის გავლენების ზრდას მოასწავებს. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით საქართველოში უკვე ბევრი რამაა მოწყობილი, თუმცა ისიც ვიხილეთ, რომ აზერბაიჯანში საგზაო ინფრასტრუქტურას ძალიან დიდი სისწრაფით აშენებენ ხოლმე. ჩვენ ისეთ რეგიონში ვართ, სადაც ცვლილებებისათვის საერთაშორისო პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანია ხოლმე. ეს პოლიტიკური ნება კი დასავლეთს როგორც ჩანს აქვს. პოლიტიკურ ნებას კი ინვესტიციები მიჰყვება ხოლმე, ინვესტიციებს კი დაცვა სჭირდება. შესაბამისად, ჩაანაცვლებს თუ არა საქართველოს ზანგეზურის დერეფანი საკითხავია, მაგრამ მნიშვნელობას კი ნამდვილად შეამცირებს.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати