USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
1 ნოემბერი - ეს დღე ისტორიაში
дата:  615

1 ნოემბერი — გრიგორიანული კალენდრის 305-ე დღე (ნაკიან წლებში – 306-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 60 დღე.

დღის მოვლენები

  • 1512 : მიქელანჯელომ სიქსტეს კაპელას ჭერის მოხატვა დაასრულა.

  • 1520 : ფერნანდო მაგელანი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას პირველად გადის მაგელანის სრუტეზე, რომელიც სამხრეთ ამერიკის კონტინენტის უკიდურეს სამხრეთში ატლანტის ოკეანეს წყნარ ოკეანესთან აერთებს.

  • 1592 : ბუსანის ბრძოლაში მცირერიცხოვანი კორეის ფლოტი იაპონიის არმიას ამარცხებს.

  • 1604 : უილიამ შექსპირის ტრაგედია ოტელოს პრემიერა გაიმართა უაიტჰოლის სასახლეში, ლონდონში.

  • 1755 : მასიური მიწისძვრის შედეგად თითქმის სრულიად განადგურდა ლისაბონი და 90.000-მდე მცხოვრები დაიღუპა.

  • 1800 : ჯონ ადამსი პირველი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, რომელიც თეთრ სახლში ცხოვრობდა.

  • 1848 : ბოსტონში, მასაჩუსეტსი, პირველი ქალთა სამედიცინო სკოლა გაიხსნა, მოგვიანებით შეუერთდა ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლას.

  • 1894 : ალექსანდრე III-ის გარდაცვალების გამო, მისი შვილი ნიკოლოზ II რუსეთის ცარი ხდება.

  • 1911 : ბრძოლაში თვითმფრინავიდან პირველი ბომბი გადმოაგდეს თურქეთ-იტალიის ომის დროს.

  • 1918 : დასავლეთ უკრაინა ავსტრო-უნგრეთის იმპერიისგან დამოუკიდებელი ხდება.

  • 1922 : ოსმალეთის იმპერიის ბოლო სულთანი მეჰმედ VI ტახტიდან გადადგა.

  • 1939 : მსოფლიოში პირველი ხელოვნური განაყოფიერებით კურდღლის გამრავლება მოხერხდა.

  • 1951 : ოპერაცია სურო - აშშ წარმატებით ახორციელებს პირველი მძლავრი წყალბადის ბირთვულის ყუმბარის აფეთქებას მარშალის კუნძულებზე, ცენტრალურ წყნარ ოკეანეში. აფეთქების სიმძლავრემ 10 მეგატონას მიაღწია.

  • 1956 : შეიქმნა ინდოეთის შტატი კარნატაკა, უწინ ცნობილი როგორც მაისურის შტატი.

  • 1956 : შეიქმნა ინდოეთის შტატი კერალა.

  • 1959 : ლენინგრადში საბჭოთა კავშირში პირველი ქორწინებათა სასახლე გაიხსნა.

  • 1981 : ანტიგუა და ბარბუდა დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობას აცხადებს.

  • 1993 : მაასტრიხტის ხელშეკრულება, რომელმაც ფორმალურად დააფუძნა ევროპის კავშირი, შედის ძალაში.

  • 1998 : ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ჩამოყალიბდა.

  • 2008 : საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრი გრიგოლ მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით.

  • 2014 : საქართველოს 19 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

  • 846 : ლუი ბლუ — დასავლეთ საფრანგეთის მეფე

  • 1339:რუდოლფ IV — ავსტრიის ჰერცოგი

  • 1578 : პოჟარსკი, დმიტრი — რუსი პრინცი

  • 1585 : ბროჟეკი, იან — პოლონელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი

  • 1643 : სტრიპი, ჯონ — ინგლისელი მწერალი

  • 1704 : ლონგოლიუსი, პაულ დანიელ — გერმანელი ენციკლოპედისტი

  • 1727 : შუვალოვი, ივანე — მოსკოვის უნივერსიტეტის დამფუძნებელი

  • 1778 : გუსტავ IV ადოლფი — შვედეთის მეფე

  • 1878 : ლამასი, კარლოს საავედა — არგენტინელი პოლიტიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი

  • 1889 : წერეთელი, ალექსანდრე — ქართველი მეცნიერი-ისტორიკოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე

  • 1962 : კიდისი, ენტონი — ამერიკელი მომღერალი (Red Hot Chili Peppers)

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 1391 : ამადეუს VII — სავოიის მეფე

  • 1700 : კარლოს II — ესპანეთის მეფე

  • 1894 : ალექსანდრე III — რუსეთის მეფე (დ. 1845)

  • 1903 : თეოდორ მომზენი — გერმანელი ისტორიკოსი, ძველი რომის ისტორიისა და რომის სამართლის სპეციალისტი (დ. 1817)

  • 1907 : ალფრედ ჟარი — ფრანგი მწერალი (დ. 1873)

  • 1938 : ფრანსის ჟამი — ფრანგი პოეტი (დ. 1868)

  • 1962 : გრიგოლ რობაქიძე — ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე (დ. 1880)

  • 2020 : რამაზ პატარიძე — ქართველი ენათმეცნიერ, მკვლევარი, „ქართული ანბანის რაინდი“ (დ. 1927)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

    • პროხორე ქართველი; ლუკა იერუსალიმელი და ნიკოლოზ დვალი

    • იოველ წინასწარმეტყველი

    • წმინდა უარი და მასთან შვიდნი მოძღვარნი ქრისტიანეთანი

    • ნეტარი კლეოპატრა (+დაახ. 327) და ძე მისი იოანე

    • წმინდა სადუკი და მასთან ასოცდარვა მოწამე

    • ღირსი იოანე რილელის ნაწილთა გადასვენება

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати