USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Tbilisi
1 მარტი - ეს დღე ისტორიაში
Date:  474

1 მარტი — გრიგორიანული კალენდრის მე–60 დღე (ნაკიან წლებში - 61–ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 305 დღე.

დღის მოვლენები

1555 : ნოსტრადამუსმა გამოაქვეყნა წინასწარმეტყველების წიგნი.

1562 : კათოლიკელებმა 1000-ზე მეტი პროტესტანტი გაჟლიტეს ქ. ვასიში, საფრანგეთი. დაიწყო საფრანგეთის რელიგიური ომი.

1565 : პორტუგალიელმა რაინდმა ესტასიო დე სამ ქალაქი საო სებასტიაო დო რიო დე ჟანეირო (იანვრის მდინარის წმინდა სებასტიანე) დააარსა მეფე სებასტიან I-ის პატივსაცემად.

1803 : ოჰაიო გახდა აშშ-ის მე-17 შტატი.

1843 : გამოიცა ევროპის კონტინენტის პირველი საფოსტო მარკა „ციურიხის მარკა“, შვეიცარია

1867 : ნებრასკა გახდა აშშ-ის 37-ე შტატი.

1869 : დ. მენდელეევმა აღმოაჩინა ელემენტთა პერიოდული სისტემა.

1872 : აშშ-ში შეიქმნა მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკი — იელოუსტოუნი

1896 : ქ. ადვასთან ეთიოპიელებმა დაამარცხეს იტალიის ჯარები. დასრულდა იტალია-აბისინიის პირველი ომი.

1919 : კორეაში დაიწყო დამოუკიდებლობის მოძრაობა.

1928 : ამერიკელმა ბიოლოგმა ჰ. ევანზმა აღმოაჩინა ახალი ვიტამინი, რომელსაც შემდგომ დაერქვა „ვიტამინი F“.

1954 : ბიკინის ატოლზე (წყნარი ოკეანე) 15 მეგატონიანი წყალბადის ბომბის გამოცდამ ისტორიაში უმძიმესი რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია.

1970 : როდეზიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა დიდი ბრიტანეთისაგან.

1994 : საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება დსთ-ში გაწევრიანების შესახებ.

2001 : საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შემოღებული იქნა სრულმასშტაბიანი სავიზო რეჟიმი.

2008 :

ისრაელის სამხედრო იერიშს ღაზის სექტორზე ათობით მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.

სომხეთის პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობას აცხადებს, ერევანში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გასაპროტესტებლად შეგროვებულ მომიტინგეთა დაშლის შემდეგ.

ამ დღეს დაბადებულნი

1105 : ალფონსო VII — კასტილიის, ლეონის და გალისიის მეფე

1810 : ფრიდერიკ შოპენი — პოლონელი კომპოზიტორი და პიანისტი

1837 : გეორგ ებერსი — გერმანელი მეცნიერ-ეგვიპტოლოგი და მწერალი

1837 : უილიამ დინ ჰოუელზი — ამერიკელი მწერალი, კრიტიკოსი.

1846 : ვასილი დოკუჩაევი — რუსი ბუნებისმეტყველი.

1858 : გეორგ ზიმელი — გერმანელი სოციოლოგი, ფილოსოფოსი

1866 : ვლადიმერ ბარსკი — რუსი რეჟისორი.

1892 : რიუნოსკე აკუტაგავა — იაპონელი მწერალი

1902 : რიჩარდ ფოსტერ ფლინტი — ამერიკელი გეოლოგი.

1904 : ანტუნ საადა — ლიბანელი ჟურნალისტი

1913 : რალფ ელისონი — შავკანიან ამერიკელთა კულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

1919 : ჟუან გულარტი — ბრაზილიელი პოლიტიკოსი

1922 : იცხაკ რაბინი — ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე

1923 : ვლადიმერ გელფანდი — მწერალი-მემუარისტი

1927 : ანდერს რაპი — შვედი გეომორფოლოგი და გეოგრაფი.

1927 : ვლადიმერ გაგუა — ქართველი პედაგოგი.

1928 : სეიმორ პაპერტი — სამხრეთაფრიკელი მათემატიკოსი

1940 : ჯემალ ქირია — ქართველი მწერალი.

1947  : ნაული ჯანაშია — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი (2008–2015)

1948 : ჰამლეტ ისახანლი — აზერბაიჯანელი მათემატიკოსი, პოეტი, მეცნიერი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

1954 : რონ ჰოვარდი — ამერიკელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და მსახიობი.

1955 : დენის მუკვეგე — კონგოელი ექიმი

1955 : მამუკა ლორია — ქართველი მსახიობი.

1956 : დალია გრიბაუსკაიტე — ლიტველი პოლიტიკოსი

1957 : ვალერი ვაშაკიძე — ქართველი ისტორიკოსი.

1959 : მაყვალა გონაშვილი — ქართველი პოეტი.

1962 : ადამი — საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური სამოციქულო ეკლესიის მღვდელმსახური

1962 : იაკობი (იაკობიშვილი) — ბოდბის ეპარქიის ეპისკოპოსი

1966 : ნუცა ალექსი-მესხიშვილი — ქართველი კინორეჟისორი.

1966 : ზაკ სნაიდერი — ამერიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი.

1967 : გელა ბეჟუაშვილი — ქართველი პოლიტიკოსი.

1978: ჯენსენ ეკლსი — ამერიკელი ტელევიზიისა და კინოს მსახიობი.

1980 : ანა სემენოვიჩი — რუსი ფიგურისტი, მსახიობი

1981 : პარვუსი — უნგრელი გრაფიკოსი და პიროგრაფი.

1987 : კეშა — ამერიკელი მომღერალი და კომპოზიტორი.

1990 : ლაშა ღონღაძე — ქართველი ფეხბურთელი

1992 : ბესიკ დეკანოიძე — ქართველი ფეხბურთელი

1993 : ხუან ბერნატი — ესპანელი ფეხბურთელი.

1994 : ჯასტინ ბიბერი — კანადელი მომღერალი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1757 : მური, ედუარდ — ინგლისელი პოეტი

1911 : ვანტ ჰოფი, იაკობ ჰენდრიკ — ჰოლანდიელი ქიმიკოსი

1952 : ასუელა, მარიანო — მექსიკელი მწერალი

1976 : მარტინონი, ჯან — ფრანგი დირიჟორი და კომპოზიტორი

1995 : ლისტიევი, ვლადისლავ — რუსი ტელეჟურნალისტი

დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

თეოდორე აჭარელი

თეოდორე ტირონი (აღინიშნება დიდმარხვის პირველ შაბათს)

მართალი მარიამი

გერმოგენი – მოსკოვის პატრიარქი

ღირსი ავქსივიუსი

თეოდორე ბიზანტიელი

თეოდოსი ბულგარელი და მოწაფე მისი რომანოზი

აღმოყვანება ნაწილთა წმინდა მოწამისა მინასი

აგრეთვე:

ბოსნია და ჰერცეგოვინა : დამოუკიდებლობის დღე

სამხრეთი კორეა : დამოუკიდებლობის მოძრაობის დღე

ძველი რომი : იუნონა ლუცენას დღესასწაული

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way