USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
1 ივნისი - ეს დღე ისტორიაში
дата:  

1 ივნისი — გრიგორიანული კალენდრის 152-ე დღე (ნაკიან წლებში - 153-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 213 დღე.

 

დღის მოვლენები

193 : რომის იმპერატორი დიდიუს იულიანუსი მოკლეს.

987 : ჰუგო კაპეტი საფრანგეთის მეფე გახდა.

1479 : კოპენჰაგენში გაიხსნა დანიის პირველი უნივერსიტეტი.

1495 : შოტლანდიური ვისკი პირველად მოიხსენიეს წერილობით წყაროებში, კერძოდ სახაზინო წერილებში.

1792 : კენტუკი გახდა აშშ-ს მე-15 შტატი.

1796 : ტენესი გახდა აშშ-ს მე-16 შტატი.

1831 : ჯეიმზ კლარკ როსმა ჩრდილოეთის მაგნიტური პოლუსი აღმოაჩინა

1838 : ხელოვნების მოღვაწეებმა ბატონყმობიდან გამოისყიდეს უკრაინელი პოეტი ტარას შევჩენკო.

1862 : აშშ-ს მთელ ტერიტორიაზე აიკრძალა მონობა.

1880 : აშშ-ის შტატ  კონეკტიკუტის ქალაქ ნიუ ჰეივენის ბანკის შენობაში ამოქმედდა პირველი ფასიანი ტელეფონი.

1920 : ამერიკის სენატმა უარყო აშშ-ს პრეზიდენტის, ვუდრო ვილსონის, წინადადება სომხეთისთვის ამერიკის პროტექტორატის შესახებ.

1925 : შეიქმნა ამერიკული საავტომობილო კომპანია კრაისლერი.

1935: ინგლისში სავალდებულო გახდა ავტომობილის მართვის მოწმობისთვის გამოცდების ჩაბარება და სანომრე ნიშნები.

1962 : ადოლფ აიხმანი ჩამოახრჩვეს ისრაელში.

1967 : The Beatles-მა გამოსცა Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band, მიჩნეული ყველა დროის საუკეთესო ალბომად.

1980 : მუშაობა დაიწყო ტედ ტერნერის  24 საათიანმა საინფორმაციო ტელეარხმა CNN-მა

1990 : ჯორჯ ბუში და მიხეილ გორბაჩოვი ხელს აწერენ ხელშეკრულებას ქიმიური იარაღის წარმოების შეწყვეტაზე.

1990 : თბილისში, მთაწმინდის საბაგირო გზაზე ავარიამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

2001 : თელ-ავივის დელფინარიუმთან განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 21 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობას ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან რეპატრირებული ახალგაზრდები შეადგენდნენ.

2003 : ბელგიაში დაშვებულ იქნა ჰომოსექსუალთა ქორწინება.

2005 : ნიდერლანდელებმა რეფერენდუმში უარყვეს ევროპის კონსტიტუცია.

2009 : რიო-დე-ჟანეიროდან პარიზში მიმავალი ეარ ფრანსის რეისი 447-ის თვითმფრინავი 228 მგზავრით ბორტზე, ატლანტის ოკეანეში ჩამოვარდა.

2009 : ჯენერალ მოტორსმა, სიდიდით მეორე მსოფლიო ავტომწარმოებელმა, გაკოტრების პროცედურა დაიწყო.

2018 : იტალიის 58-ე პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გახდა.

2019 : საფეხბურთო კლუბმა ლივერპულმა უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტოტენჰემ ჰოტსპური დაამარცხა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოს მეექვსედ დაეუფლა.

ამ დღეს დაბადებულნი

1771 : ფერდინანდო პაერი — იტალიელი კომპოზიტორი და პედაგოგი

1804 : მიხეილ გლინკა — რუსი კომპოზიტორი (გ.1857)

1906 : ანდრია ბალანჩივაძე — ქართველი კომპოზიტორი, პედაგოგი,საზოგადო მოღვაწე.

1926 : მერლინ მონრო — ამერიკელი მსახიობი (გ.1962)

1935 : ნორმან ფოსტერი — ბრიტანელი არქიტექტორი.

1974 : მორისეტი, ალანის — კანადელი მომღერალი.

ამ დღეს გარდაცვლილნი

1823 : ლუი ნიკოლა დავუ — საფრანგეთის მარშალი

1868 : ბიუკენენი, ჯეიმზ — აშშ-ს მე-15 პრეზიდენტი (დ.1791)

1916 : გივიშვილი, დავით — ძველი თბილისის ქალაქური პოეზიის წარმომადგენელი

1962 : აიხმანი, ადოლფ — გერმანელი სამხედრო მოღვაწე.

1968 : კელერი, ჰელენ — ამერიკელი ჰუმანისტი (დ.1880)

2019 : ხოსე ანტონიო რეიესი — ესპანელი ფეხბურთელი.

მსოფლიო მნიშვნელობის თარიღი

გაერო- ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

გაერო - რძის საერთაშორისო დღე

მსოფლიოს ქვეყნების დღესასწაულები

ბაჰამის კუნძულები - შრომის დღე.

 კამბოჯა - ხის დარგვის დღე.

 კენია - მადარაკა, კენიისგან თავისუფლების დღე.

 ჩინეთი - ბავშვის დღე.

 მონღოლეთი - დედის და შვილის დღე.

 პალაუ - პრეზიდენტის დღე.

 რუსეთი - ჩრდილოეთ ფლოტის დღე.

 სამოა - დამოუკიდებლობის დღე.

 აშშ, ტენესი - სახელმწიფოებრიობის დღე.

 ტუნისი - კონსტიტუციის დღე.

საეკლესიო დღესასწაულები

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა ნინო – ნინოობა

იოანე გუთელი

პატრიკ პრუსელი და მასთან სამი ხუცესი: აკაკი, მინანდრი და პოლიენი

კალუთა ეგვიპტელი

დიმიტრი დონელი

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати