USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
1-ელი ოქტომბრიდან, თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება დამატებით კიდევ რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება
Date:  904

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრიდან, თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება დამატებით კიდევ რამდენიმე ქუჩაზე ამოქმედდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„1-ელი ოქტომბრიდან, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება ჩუღურეთის რაიონში, კონკრეტულად ივანე ჯავახიშვილი ქუჩაზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ნინოშვილისა და უზნაძის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. მთაწმინდის რაიონში ლაპიაშვილის ქუჩაზე, ჭოველიძის და ჯანაშიას ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიებზე. ასევე ვაკის რაიონში კუს ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩამოთვლილი ქუჩების მაცხოვრებლებს, თუ ჯერ კიდევ არ გაუვლიათ რეგისტრაცია მისამართის მიხედვით, დარეგისტრირდნენ, რათა უფასო დააყენონ კუთვნილი ავტომანქანები საკუთარ საცხოვრებელ კორპუსებთან“, - აღნიშნა კალაძემ.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way