USD 2.6593
EUR 3.0723
RUB 3.6969
Тбилиси
1 აპრილი - ეს დღე ისტორიაში
дата:  554

1 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 91-ე დღე (ნაკიან წლებში – 92-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 274 დღე.

დღის მოვლენები

1600 წლამდე

  • 527: ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინე I-მა თავისი ძმისშვილი, იუსტინიანე I, თანამმართველად და ტახტის მემკვიდრედ დაასახელა.
  • 1081: ალექსი I კომნენოსმა ბიზანტიის იმპერატორი ნიკიფორე III ბოტანიატე ტახტიდან ჩამოაგდო და მას შემდეგ, რაც მისმა ჯარმა კონსტანტინოპოლი გაძარცვა, ფორმალურად 4 აპრილს გამოცხადდა იმპერატორად.
  • 1572: 80 წლიანი ომის დროს გეზებმა (Geuzen) ჩვიდმეტი პროვინციიდან ბრილე დაიპყრეს და ფეხი მოიკიდეს მომავალი გაერთიანებული პროვინციების რესპუბლიკის დასაარსებლად.

1601-1900

  • 1789: ნიუ-იორკში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კვორუმს მიაღწია და ფრედერიკ მულენბერგი პენსილვანიიდან პირველ სპიკერად აირჩია.
  • 1833: 1833 წლის კონვენცია ― სან-ფელიპეში მექსიკის ტეხასის დელეგატების პოლიტიკური შეკრებები იწყება, რომელზეც მექსიკის მთავრობისათვის პეტიციების სერია მომზადდა.
  • 1865: ამერიკის სამოქალაქო ომი ― ფილიპ შერიდანის მეთაურობით, ჩრდილოეთის ჯარმა ამერიკის კონფედერაციული შტატების ჯარი, რომელსაც ჯორჯ პიკეტი ხელმძღვანელობდა, გადამწყვეტ ბრძოლაში დაამარცხა და ჩრდილოეთ ვირჯინიის არმიის მომარაგების ბოლო ხაზი ჩაკეტა.
  • 1867: სინგაპური ბრიტანეთის კოლონია გახდა.
  • 1873: White Star Line-ის ხომალდი SS Atlantic ახალი შოტლანდიის (კანადა) მახლობლად ჩაიძირა, რასაც 547 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო კატასტროფაა XIX საუკუნეში.
  • 1900:გეორგიოს ბერძენი კრეტის სახელმწიფოს აბსოლუტური მონარქი გახდა.

1901-დღემდე

  • 1918 : თურქებმა დაიპყრეს ბათუმი.
  • 1945 : აშშ-ის ჯარები შეიჭრნენ კუნძულ ოკინავაზე (იაპონია).
  • 1976 : დაარსდა კომპანია ეპლ კომპიუტერი (Apple Computer).
  • 1979 : გამოცხადდა ირანის ისლამური რესპუბლიკა.
  • 2002 : პირველად მსოფლიოში, ნიდერლანდებმა დააკანონა ევთანაზია.
  • 2010 :
    • ინდოეთი 135-ე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, რომელმაც ბავშვთა უფასო და სავალდებულო განათლების უფლების აქტი მიიღო.
    • ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა გაერთიანებული სამეფოს კოსმოსური სააგენტოს დაარსება, ქვეყნის სამოქალაქო კოსმოსური საქმიანობის სამართავად.
  • 2014 : მანუელ ვალსი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.

ამ დღეს დაბადებულნი

1600 წლამდე

  • 1220: იმპერატორი გო-საგა ― იაპონიის იმპერატორი (გ. 1272)
  • 1282: ლუდვიგ IV ბავარიელი ― საღვთო რომის იმპერატორი (გ. 1347)
  • 1328: ბლანგა ფრანგი ― ორლეანის ჰერცოგინია (გ. 1328)
  • 1543: ფრანსუა დე ბონი ― ლესდიგირის ჰერცოგი (გ. 1626)
  • 1578: ჰარვეი, უილიამ — ინგლისელი ექიმი, ფიზიოლოგი და ემბრიოლოგი (დ. 1657)

1601-1900[

  • 1610 : შარლ დე სენტ-ევრემონი — ფრანგი ჯარისკაცი და კრიტიკოსი (გ. 1703)
  • 1629 : ჟან-ანრი დ'ანგლებერი — ფრანგი ორგანისტი და კომპოზიტორი (გ. 1691)
  • 1697 : ანტუან ფრანსუა პრევო — ფრანგი მწერალი
  • 1815 : ოტო ფონ ბისმარკი — გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი
  • 1870 : ჰამაგუტი ოსატი — იაპონიის პოლიტიკური მოღვაწე
  • 1873 : რახმანინოვი, სერგეი — რუსი კომპოზიტორი

1901-დღემდე

  • 1905 : ჟაკოვი, ოლეგ — რუსი მსახიობი
  • 1920 : მიფუნე ტოსირო — იაპონელი მსახიობი
  • 1928 : საკანდელიძე, კარლო — ქართველი მსახიობი
  • 1929 : კუნდერა, მილან — ჩეხი მწერალი
  • 1932 : ჟორჟ გარვარენცი — სომეხი კომპოზიტორი
  • 1937 : ზურაბ ქაფიანიძე — ქართველი მსახიობი
  • 1938 : ბელა მირიანაშვილი — ქართველი მსახიობი
  • 1943 : ბოტა, მარიო — შვეიცარიელი არქიტექტორი

ამ დღეს გარდაცვლილნი

  • 304 : მარცელინე — რომის პაპი
  • 1081 : ნიკიფორე III — ბიზანტიის იმპერატორი
  • 1917 : ჯოპლინი, სკოტ — ამერიკელი კომპოზიტორი
  • 1922 : კარლ I — ავსტრიის იმპერატორი
  • 1928 : ჰაუარდი, ებინიზერ — ინგლისელი ქალაქთმშენებლობის თეორიტიკოსი და სოციოლოგი
  • 1947 : გეორგიოს II — საბერძნეთის მეფე
  • 1968 : ლანდაუ, ლევ — რუსი ფიზიკოსი
  • 1976 : ერნსტი, მაქს — გერმანელი მხატვარი და მოქანდაკე
  • 1984 : გეი, მარვინ — ამერიკელი მომღერალი
  • 2017 : ევტუშენკო, ევგენი — რუსი პოეტი (დ. 1933)

დღესასწაულები

  • მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
    • წმინდა მოწამენი, ქრისანთო და დარია და მათ თანა მოწამენი, კლავდი და მეუღლე მისი ილარია და ძენი მათნი, იასონი და მავრა, დიოდორე ხუცესი და მარიანე დიაკონი
    • წმინდა პანქარი
  • აგრეთვე:
    • ევროპა : ტრადიციისამებრ, ევროპული ცივილიზაციის ბევრ ქვეყანაში 1 აპრილი მიჩნეულია იუმორის დღედ.
    • ირანი : ეროვნული დღესასწაული
    • მალტა : თავისუფლების დღე
    • სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა : ოჯახის დღე
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати