USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
ყველაზე შემოსავლიანი ქართული უნივერსიტეტის შემოსავალი 165 მლნ-ს აჭარბებს - სასწავლებლების რეიტინგი
თარიღი:  1969

უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლების სექ­ტო­რი საქართველოში შემოსავლების მიხედვით, ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია. თუკი მთლიანი სექტორის შემოსავლები 2009 წელს 250 მილიონ ლარამდე იყო, 2019 წელს იდენტური მაჩვენებელი 690 მილიონ ლარს შეადგენდა.

2021 წლის მდგომარეობით, საქართველოში 55 უნივერსიტეტია ავტორიზებული, მათ უმრავლესობას კერძო პირები ფლობენ, თუმცა სექტორის შემოსავლების უმეტესი ნაწილი სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსავლებში ხვდება.

საგულისხმოა, რომ კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სიებში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ორი უნივერსიტეტის მთავარი ფოკუსი მედიცინის მიმართულებაა.

GALT & TAGGART-ის პროგნოზით, კერძო სექტორის მიმართ მოლოდინი ოპტიმისტურია. შინამეურნეობების შემოსავლების, უცხოელი სტუდენტების რაოდენობისა და უფროსი ასაკობრივი ჯგუფების სასწავლო პროცესში ჩართულობის მაჩვენებლის ზრდის ფონზე, კერძო სექტორის შემოსავლების ზრდა მომდევნო წლებშიც მოსალოდნელია.

გარდა მაღალი და სტაბილური შემოსავლიანობისა, კერძო სექტორი მოგებიანობის თვალსაზრისითაც გამოირჩევა – მოგების მარჟა 2017-2018 წლებში 25%-ს გაუტოლდა. კერძო სექტორის წმინდა მოგება 2019 წლისთვის 42.8 მლნ ლარი იყო.

კერძო სექტორის შემოსავლებისა და მოგების ზრდის პარალელურად, იზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტების საბიუჯეტო შემოსავლები და უმაღლესი განათლების დაფინანსების სახელმწიფო დანახარჯებიც. მზარდია საქართველოს მოქალაქეების მიერ საზღვარგარეთ განათლებაზე დახარჯული თანხებიც – 2019 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 151 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ოპტიმისტური პროგნოზების ფონზე, Forbes Georgia წარმოგიდგენთ ყველაზე შემოსავლიანი კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგს.

სახელმწიფო უნივერსიტეტების შემოსავლების რეიტინგი - 2020 წლის ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით:

1 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი - 165.7 მილიონი ლარი;
2 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 103.6 მილიონი ლარი;
3 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 79.2 მილიონი ლარი;
4 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - 51.1 მილიონი ლარი;
5 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 22.3 მილიონი ლარი;
6 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 20.9 მილიონი ლარი;
7 დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია - 16.3 მილიონი ლარი;
8 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია - 6.3 მილიონი ლარი;
9 თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია - 5.6 მილიონი ლარი;
10 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 5.1 მილიონი ლარი;
11 სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 5 მილიონი ლარი;
12 გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 4.8 მილიონი ლარი;
13 საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - 4.7 მილიონი ლარი;
14 შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 2.3 მილიონი ლარი;
15 სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია - 1.4 მილიონი ლარი.

კერძო უნივერსიტეტების შემოსავლების რეიტინგი - 2020 წლის ბიუჯეტის მიხედვით:

1 ნიუ-ვიჟენ უნივერსიტეტი - 42 მილიონი ლარი;
2 საქართველოს უნივერსიტეტი - 28.3 მილიონი ლარი;
3 საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ - 18.2 მილიონი ლარი;
4 კავკასიის უნივერსიტეტი - 17.5 მილიონი ლარი;
5 თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი - 16.5 მილიონი ლარი;
6 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 15.8 მილიონი ლარი;
7 ევროპის უნივერსიტეტი - 12.9 მილიონი ლარი;
8 დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი - 11.5 მილიონი ლარი;
9 ჯიპა – საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - 11. 3 მილიონი ლარი;
10 ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი - 8.5 მილიონი ლარი;
11 პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია - 7.6 მილიონი ლარი;
12 გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი - 7.5 მილიონი ლარი;
13 სასწავლო უნივერსიტეტი „გეომედი“ - 6.5 მილიონი ლარი;
14 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი - 5.4 მილიონი ლარი;
15 ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - 4.3 მილიონი ლარი.

სიაში წარმოდგენილია უმაღლესი სასწავლებლები, რომელთა ბიუჯეტის შესახებაც ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. 

სტატია სრულად იხილეთ Forbes Georgia-ს ვებგვერდზე.

 

საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის