USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ვაზისუბანში ახალი სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
თარიღი:  578
ისნის რაიონის გამგეობა, ვაზისუბანში, წულუკიძის მე-3 შესახვევი, კორპუსი N3,5 ის კორპუსის მიმდებარედ, ახალი სპორტული მოედნისა და სკვერის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
 
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედანი, დასასვენებელი სივრცე, ასევე, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, განთავსდება საბაღე სკამები და ურნები. პროექტის ღირებულება 315 000 ლარია. სამუშაოების დაწყებამდე ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა და პროექტი გააცნო.
საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის