USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
BM.GE: "უძრავი ქონების გაქირავებით 3.5-ჯერ მეტ სარგებელს იღებთ, ვიდრე ამ თანხის დეპოზიტზე დადებით" - ბესო ორთოიძე
Date:  489

"თქვენ რომ უძრავი ქონება იყიდოთ და გააქირაოთ, 3.5-ჯერ მეტ სარგებელს მიიღებთ, ვიდრე ის თანხა ბანკის დოლარის დეპოზიტზე რომ დაგედოთ", - ამის შესახებ "არსის" გენერალურმა დირექტორმა, ბესო ორთოიძემ, უძრავი ქონების ბაზრის შეფასებისას ისაუბრა. როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში აღნიშნა, 2022-2023 წლებში უძრავი ქონების გაძვირება რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია, თუმცა დამატებითი სტიმულებიც არსებობს, რომლებიც დღემდე მოქმედებს.

"[უძრავი ქონების გაძვირებაში რუსმა მიგრანტებმა თავიანთი როლი] შეასრულეს, რა თქმა უნდა, 2022-23 წლებში, თუმცა სხვა ფაქტორებიც იყო მნიშვნელოვანი. რუსეთის აგრესიით დაწყებული ომიდან გამომდინარე, საკმაოდ სწრაფად გაიზარდა სამშენებლო მასალებზე ფასები, რამაც სწრაფად გაზარდა გასაყიდი ფასიც. შესაბამისად, როცა გასაყიდი ფასი სწრაფად იზრდება, ავტომატურად ასტიმულირებს მოთხოვნას. თუ გინდა უძრავი ქონება იყიდო, ცდილობ, სწრაფად იყიდო, რომ არ გაძვირდეს. თუ საინვესტიციოდ გინდათ ყიდვა, ფიქრობ რომ იყიდი, ცოტა ხანში გაყიდი და ამით სარგებელს ნახავ. ამას დაემატა მიგრანტები, რომლებიც უკვე იხდიდნენ მაღალ იჯარას და დამატებითი სტიმული მისცა.

სტიმული არ გაიწოვა, რომ შევხედოთ, დღეს იჯარიდან მიღებული სარგებელი რომ შევადაროთ ბანკში დოლარის დეპოზიტს, 3.5-ჯერ აღემატება. თქვენ რომ უძრავი ქონება იყიდოთ და გააქირაოთ, 3.5-ჯერ მეტ სარგებელს მიიღებთ, ვიდრე ის თანხა ბანკის დოლარის დეპოზიტზე რომ დაგედოთ. ეს საკმაოდ დიდი სხვაობაა და, რა თქმა უნდა, არის დამატებითი სტიმული", - ამბობს ბესო ორთოიძე.

"არსის" გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ თვითღირებულებაზე და, შესაბამისად, გასაყიდ ფასზე გავლენა საგადასახადო შეღავათების გაუქმებამაც გამოიწვია, თუმცა ამ ეფექტის მასშტაბების დადგენა რთულია.

ცნობისთვის, 1-ელი თებერვლიდან თუ სამშენებლო სექტორში დასაქმებული მცირე მეწარმეები მომსახურებას გაუწევენ ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს, ისინი 1%-ის ნაცვლად, 20%-ით იბეგრებიან.

"ამან თვითღირებულება გაზარდა, რამდენით - ძალიან ინდივიდუალურია. ზოგიერთი კომპანია ამას იყენებდა და მცირე მეწარმეებს ანაზღაურებას უხდიდა, ზოგი არ იყენებდა, ზოგი - ნაწილობრივ. შესაბამისად, რა პროცენტით იმოქმედებდა, ეს არ ვიცით, მაგრამ ცალსახად იმოქმედებდა. ფიზიკურ პირებს ვერ ეტყვი, რომ მთავრობამ კანონი შეცვალა და ახლა თქვენ 100 ლარის მაგივრად 80 ლარი უნდა მიიღოთ საათში, ისევ 100 ლარი უნდა მიიღონ და დამატებითი გადასახადი კომპანიის ხარჯი იქნებოდა. შესაბამისად, ეს გაზრდის თვითღირებულებას, რაც გასაყიდ ფასზე იმოქმედებს. გარდა ამისა, იყო არმატურასთან დაკავშირებული აქციზიც, ორივემ გაზარდა თვითღირებულება, შესამცირებლად არაფერი მომხდარა და თუ შევხედავთ ფასების დინამიკასაც, პირველ კვარტალში იმდენადაა გაზრდილი, რამდენადაც 2024 წელს მთლიანად", - აღნიშნავს ორთოიძე.

მიუხედავად ამისა, "არსის" დირექტორი მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების გაიაფება, შესაძლოა, ეკონომიკური კრიზისის პირველი ნიშანი იყოს, ამიტომ, მისი აზრით, ფასების შემცირება სასურველი არ არის.

"როგორც კი ფასი შემცირდება, გარკვეულ პრობლემასთან და კრიზისთან გვაქვს საქმე, თუ ეს გლობალურ ბაზართან, მაგალითად, ლითონის ფასის შემცირებასთან არაა დაკავშირებული. დანარჩენ შემთხვევაში, თუ ფასი იზრდება, აღარ მცირდება.

განსხვავებით ბევრი სხვა ქვეყნისგან, სადაც საკმაოდ დაბალია მოსახლეობის მიერ საკუთრების ქონის პროცენტული მაჩვენებელი, ჩვენთან ეს არის 95%-ზე მაღალი. საქართველოს მოქალაქეების 95%-ს უძრავი ქონება გააჩნია. ამ კაპიტალს იყენებ, დებ იპოთეკაში, თანხას იღებ და ამ თანხას სხვა საქმიანობაში დებ; თუ უძრავ ქონებაზე ფასი მცირდება, რა თქმა უნდა, ზოგადად ქვეყანა ღარიბდება, ასე აღიქმება. არ უნდა გვქონდეს მოლოდინი და სურვილი, რომ უძრავი ქონების ფასი შემცირდეს, განსაკუთრებით ამ რყევების პერიოდში, თუ ფასის შემცირება დაიწყო, შეიძლება ეს იყოს კრიზისის პირველი ნიშნები", - განმარტავს "არსის" გენერალური დირექტორი BMG-სთან.

წყარო:https://bm.ge/

society
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way