USD 2.6266
EUR 3.0159
RUB 3.2807
Tbilisi
“თეგეტა მოტორსმა” გასულ წელს 797 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო
Date:  980

“თეგეტა მოტორსის” ჯგუფმა 2021 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს ქვეყნის #1-მა ავტოდილერმა 797 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 21%-ით მეტია.

გაზრდილია ჯგუფის წმინდა მოგეცაც, 2020 წელს მისი მოგება 31.7 მილიონს შეადგენდა, 2021-ში კი ის 45.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

“თეგეტა მოტორსის” ჯგუფი ქვეყანაში ავტომობილებისა და სპეცტექნიკის, ასევე მათი სათადარიგო ნაწილებისა და სერვისის წამყვანი მიმწოდებელია. ჯგუფი საქართველოში წარმოადგენს Toyota-ს, Porsche-ს, Mazda-ს, MAN-ის, Volvo-ს და სხვა ბრენდების ოფიციალურ დილერს.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წელს ჯგუფის მიერ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება 626 მილიონი ლარი, ხოლო კომპანიის ადმინისტრაციული ხარჯები 71.7 მილიონი ლარი იყო. ამასთან, საქონლის რეალიზაციისა და დისტრიბუციის ხარჯები 18 მილიონ ლარს შეადგენდა.

ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს “თეგეტა მოტორსის” ჯგუფმა 30.5 მილიონი ლარის ფინანსური ხარჯები გასწია,

“თეგეტა მოტორსის” ჯგუფის 98.78%-ს ფლობს კომპანია “თი ჯი ემ ჯგუფი”, რომლის 92.1%-ს ბიზნესმენი, თემურ კოხოძე ფლობს.

“თეგეტა მოტორსის” ჯგუფის აქტივების მოცულობა 461.5 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო ჯგუფის ვალდებულებები 360 მილიონი ლარია.

World
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way