USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
BMG: თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის ₾932-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
дата:  533

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისის შემოვლითი მაგისტრალური გზის მესამე ლოტის მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ავჭალა–აეროპორტის 22.5-კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს.

შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 932.02 მლნ ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გამოცხადებული ტენდერი ორი ძირითადი სეგმენტის მშენებლობას გულისხმობს:

  • ავჭალა–გლდანის 5.8-კილომეტრიანი მონაკვეთი;
  • გლდანი–აეროპორტის 16.7-კილომეტრიანი მონაკვეთი.

 

გეგმის მიხედვით, მაგისტრალი იქნება 4-ზოლიანი და მოიცავს რთულ საინჟინრო ნაგებობებს: 16 ხიდს, 4 პარალელურ გვირაბსა და 4 სატრანსპორტო კვანძს. გზა სათავეს ავჭალის სარკინიგზო ხიდთან იღებს, მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით და დიდი ლილოს შესასვლელთან, ლილოს ბაზრობამდე სრულდება.

თბილისის შემოვლითი გზა (ნატახტარი/წიწამური - რუსთავი) საერთო ჯამში 49 კილომეტრია და ოთხ ლოტად არის დაყოფილი. იგი აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის (E60) საკვანძო ნაწილია.

პროექტის რეალიზაცია ორ უმთავრეს მიზანს ემსახურება:

  • სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერება: საერთაშორისო ტვირთბრუნვის ეფექტურობის გაზრდა.
  • დედაქალაქის განტვირთვა: თბილისის სატრანსპორტო ნაკადების შემცირება და საცობების პრობლემის გრძელვადიანი გადაჭრა.

 

ცნობისთვის: პროექტის მეორე ლოტის (წიწამური–ავჭალა) მშენებლობაზე საერთაშორისო ტენდერი 2025 წლის დეკემბრის ბოლოს გამოცხადდა.

მესამე ლოტით (ავჭალა–აეროპორტი) დაინტერესებული კომპანიებისთვის წინადადებების მიღება 2026 წლის 11 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს დასრულდება.

წყარო:https://bm.ge/

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати