USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
Тбилиси
თბილისის მეტრო 58 წლისაა
дата:  2558

თბილისის მეტროს 58 წელი შეუსრულდა. 1966 წლის 11 იანვარი თბილისის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ამ დღეს, თბილისის მეტროს ,,დიდუბე“ ,,რუსთაველის“ 6,5 კმ-იანი მონაკვეთი ოფიციალურად გაიხსნა, რომელმაც ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაში უდიდესი როლი ითამაშა.

თბილისის მეტროპოლიტენი — სწრაფი ტრანზიტის მეტროს სისტემა თბილისში. ამჟამად თბილისის მეტროში 23 მოქმედი სადგურია, აქედან 16 განლაგებული გლდანი-ვარკეთილის, ხოლო 7 - საბურთალოს ხაზზე. ხაზების საერთო სიგრძეა 26,4 კმ. ექსპლუატაციაში შევიდა 1966 წლის 11 იანვარს და მეოთხე მეტროს სისტემა იყო საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). დანარჩენი საბჭოთა მეტროს სისტემების მსგავსად სადგურების უმეტესობა ძალიან ღრმად არის მიწისქვეშ და დეკორაციით გამოირჩევა. ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება "მეტროვაგონმაშის" როგორც ძველი „ე“ ტიპის სხვადასხვა მოდიფიკაციის ვაგონები, ასევე შედარებით ახალი ტიპი 81-717/714. ვაგონებს ემსახურება ორი დეპო, „ნაძალადევი“ და „გლდანი“.

2005 წელს მეტრომ დაახ. 105,6 მილიონი ადამიანი გადაიყვანა. ექსპლუატაციაში, ძველი ცნობებით, 186 ვაგონია. მეტროპოლიტენს ემსახურება ორი დეპო. პლატფორმები ხუთ ვაგონს იტევს, თუმცა მხოლოდ 4-ვაგონიანი ეშელონები გამოიყენება გლდანი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზზე (2019 წლამდე, 3-ვაგონიანი მატარებლები იხმარებოდა საბურთალოს ხაზზე).

ერთჯერადი მგზავრობის საფასური 1 ლარია მთელი მგზავრობის პერიოდისთვის (სტუდენტებისათვის მგზავრობის ღირებულება შეადგენს 20 თეთრს, სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის - 10 თეთრს, ხოლო სკოლის მოსწავლეთათვის და სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის მგზავრობა უფასოა)[3]. 2022 წლის თებერვლიდან კი ამოქმედდა სააბონენტო სისტემა, რომელიც მოიცავს როგორც 1 დღიან აბონიმენტს, ასევე 1 წლიანს. ვაგონების სამუშაო საათებია დილის 6:00-დან ღამის 00:00-მდე, შემადგენლობებს შორის 4-წუთიანი და 2,5-წუთიანი (პიკის საათებში) ინტერვალებია.

ამჟამად თბილისის მეტროს სისტემა ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქციის პროცესშია: აღდგენილია სადგურების უმრავლესობა და განახლებულია ელმავალ-ვაგონები. ქალაქის ბიუჯეტმა 2006 წელს პროექტისთვის 16 მილიონი ლარი გამოყო. მეტროპოლიტენის ხელმძღვანელები იყვნენ ნ. ბერიძე, ო. ხიზანიშვილი, ი. მელქაძე, გ. გაბუნია, ა. ახვლედიანი, ზ. კიკალეიშვილი, დ. ალავიძე, ლ. კოპლატაძე, ა. ჯაფარიძე, ნ. ჭეიშვილი, მ. კობახიძე ამჟამად — გ. შარკოვი.

 

ისტორია

თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ესკიზი შედგა თბილისის მეორე გენგეგმაზე მუშაობის დროს. მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო სსრ კავშირის მინისტრთა საბჭომ 1951 წლის 29 სექტემბერს. მშენებლობა დაევალა სსრ კავშირის ტრანსპორტის და მშენებლობის სამინისტროს.

პირველი ხაზი

  • 1952 წლის იანვარში ჩამოყალიბდა თბილმეტრომშენის სამმართველო.
  • 1953 წელს დაიწყო პირველი შახტის მშენებლობა და გადასარბენი გვირაბების აგება.
  • 1957 წელს მეტროპოლიტენის მშენებლობა შეჩერდა და დაიწყო სხვადასხვა დანიშნულების გვირაბების (რკინიგზის, ავტოტრანსპორტის, ჰიდროტექნიკური) მშენებლობა, რისთვისაც მეტრომშენის სამმართველო გარდაიქმნა თბილგვირაბმშენად.
  • 1959 წელს განახლდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა.
  • 1962 წელს შეიქმნა მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია.
  • 1965 წლის 8 თებერვალს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით შეიქმნა თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველო.
  • 1965 წლის 28 ნოემბერს გაიარა პირველმა მატარებელმა საცდელი რეისით
  • 1966 წლის 11 იანვარს ექსპლუატაციაში ჩაბარდა პირველი რიგის პირველი უბანი (6,3 კმ) ექვსი სადგურით: დიდუბე, ელექტროდეპო, ოქტომბერი, ვაგზლის მოედანი, მარჯანიშვილი და რუსთაველი.
  • 1967 წლის მარტში მოწესრიგდა ორლიანდაგიანი მოძრაობა დიდუბე-ელექტროდეპოს მონაკვეთზე მოტარებელთა მობრუნებით სადგურ დიდუბეში.
  • 1967 წლის ნოემბერში ხაზის 4 კილომეტრით გაგრძელების შემდეგ სადგურ 300 არაგველამდე შესაძლებელი გახდა შემადგენლობების მობრუნება ხაზის მეორე ბოლოში, ხოლო გადასარბენი გვირაბის სადგურ ოქტომბერის მშენებლობის დამთავრების შემდეგ შესაძლო გახდა მთელ ტრასაზე ორლიანდაგიანი მოძრაობის გახსნა.
  • 1971 წლის მაისში 2,5 კილომეტრიანი უბნის ექსპლოატაციაში გაშვებით სადგურ სამგორამდე დამთავრდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა 11 სადგურით 12,3 კილომეტრი ტრასით.
  • 1985 ნოემბერში ერთდროულად იქნა შეყვანილი ექსპლოატაციაში ორი უბანი ერთი 3,4 კილომეტრის დიდუბის სადგურიდან სადგურ თემქამდე და მეორე 2,0 კმ სადგურ სამგორიდან სადგურ ვარკეთილამდე.
  • 1989 წლის იანვარში სადგურები გურამიშვილი (დღეს სარაჯიშვილი) და გლდანი (დღევანდელი ახმეტელის თეატრი) გაიხსნა.

მეორე ხაზი

  • 1979 წლის სექტემბერში ამუშავდა მეტროპოლიტენის მეორე ხაზი 5,8 კილომეტრი სიგრძით, რომელმაც დააკავშირა სადგურის მოედანი საბურთალოს რაიონს. პირველი გადაწყვეტილებით ეს მეორე ხაზი უნდა აშენებულიყო როგორც პირველი ხაზის განშტოება; მაგრამ მშენებლობის დამთავრების პერიოდში გადაწყდა, აშენებულიყო მეორე გადასასვლელი სადგური „ვაგზალი-2“ რომელსაც დასაწყისში არ ექნებოდა დამოუკიდებელი მიწისზემოთა ამოსასვლელი.
  • 2000 წლის 2 აპრილს გაშვებული იქნა ექსპლუატაციაში ერთი უბანი გოცირიძე-ვაჟა-ფშაველა 1,2 კილომეტრის სიგრძით ერთმხრივი მოძრაობით.
  • 2017 წლის 16 ოქტომბერს ექსპლუატაციაში გაეშვა ვაჟა-ფშაველა-სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაკვეთი[4].

სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი“

ერთთაღოვანი სადგური საბურთალოს ხაზის ბოლოში, სადგურ „ვაჟა-ფშაველას“ შემდეგ. სადგურის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1995 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 90-იანი წლების დასაწყისში განვითარებული მოვლენების გამო ვერ მოხერხდა ამ სადგურის დასრულება. 2000 წელს სადგური დაკონსერვდა. 2015 წელს განახლდა ამ სადგურზე მუშაობა და 2017 წლის აგვისტოში სადგურის მშენებლობა დასრულდა. ტესტირების შემდეგ სადგური ოფიციალურად 2017 წლის 16 ოქტომბერს გაიხსნა.

მოსამზადებელი სამუშაოებისათვის თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2013 წელს გამოყო 4,370.7 ათასი ლარი სადგურ უნივერსიტეტის და მიმდებარე გადასარბენი გვირაბების სამშენებლო სამუშაოების დაპროექტება-ადმინისტრირებისათვის, ასევე გამოცხადდა ვაკანსია საერთაშორისო ექსპერტზე, რომელიც მოამზადებდა მშენებლობის პროექტს. ვაკანსიაზე განაცხადების შეტანის ბოლო ვადა იყო 2013 წლის 18 მარტი.

მშენებლობის ძირითადი დამფინანსებელია აზიის განვითარების ბანკი. „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ გახსნასთან ერთად, სრულად დაიტვირთება ვაჟა-ფშაველას ორივე გვირაბი, სადაც გაუქმდა ერთლიანდაგიანი მოძრაობა და მგზავრებს აღარ უწევთ შემადგენლობიდან შემადგენლობაში გადაჯდომა.

ინფრასტრუქტურა

ხაზების საერთო საშუალო საექსპლუატაციო სიგრძეა 26.4 კმ (ორივე გვირაბის). ცალკე აღებული ლიანდაგების მიხედვით გვირაბების საერთო სიგრძეა 53.7 კმ, ღია უბნების 3.6 კმ, ხოლო დეპოების და ჩიხების - 5.2 კმ. მეტროპოლიტენის სისტემაში შედის 26 დამადაბლებელი და 14 წევის ქვესადგური, 173 კმ მაღალი ძაბვის და 373 დაბალი ძაბვის კაბელი, 20 სიგნალიზაციის სარელეო, 224 შუქნიშანი და 10 განვითარებული სადგური ბლოკ-საგუშაგოთი. მეტროპოლიტენის მაქსიმალური საპროექტო გამტარუნარიანობაა 36 წყვილ მატარებელზე საათში. ორივე ხაზზე სადგურების პლატფორმების სიგრძე შეადგენს 102 მეტრს და დაპროექტებულია მაქსიმუმ ხუთვაგონიანი შემადგენლობების ექსპლუატაციისათვის.

დეპოები და მოძრავი შემადგენლობამეტროპოლიტენს ემსახურება ორი დეპო, „ნაძალადევი“ (დეპო #1) და „გლდანი“ (დეპო #2), აქედან პირველი ემსახურება საბურთალოს, მეორე კი გლდანი-ვარკეთილის ხაზს.

გლდანის დეპოს ბალანსზეა 32 81-717М, 33 81-714М, 43 Еж3М, 9 Ем-508Т (ტაშკენტიდან ჩამოტანილია ყველა Ем-508Т), 16 Ема-502М ტიპების ვაგონი; სულ ექსპლუატაციაში 133 ვაგონია.

ნაძალადევის დეპოს ბალანსზე იმყოფება 30 81-717М, 17 81-714М და 11 Ема-502М ტიპების ვაგონი. ექსპლუატაციაშია ყველა, 58-ვე ვაგონი.

თბილისის მეტროს ყველაზე ძველი, 1965 – 71 წლებში გამოშვებული Е და Еж ტიპის სულ 69 ვაგონი ყველა ჩამოწერილია და მათი ნახვა დღეს მხოლოდ გარაჟებად, სათავსოებად და კაფეებად არის შესაძლებელი. ვაგონების კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია ხორციელდება გლდანის დეპოს ტერიტორიაზე განთავსებულ მოსკოვის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში. ოფიციალური ცნობებით 2012 წლის ბოლომდე მოდერნიზებულია 117 ვაგონი, 2013 წელს იგეგმებოდა კიდევ 14 ვაგონის მოდერნიზება. თბილისის ვაგონების გარდა, მოცემულ საწარმოში მიმდინარეობს ერევნის და ბაქოს მეტროპოლიტენების ვაგონების მოდერნიზაცია. მეტროპოლიტენის ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს მოტოდეპო, რომელიც განთავსებულია დიდუბეში. მის ბალანსზე იმყოფება АГМ, АГМУ და ДМ მოდელის ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომოტრიცები და УП-2 მოდელის ორღერძიანი სატვირთო პლატფორმები. ასევე მოტოდეპო ფლობს რამდენიმე სპეციალურ ვაგონს, რომლებიც განთავსებულია ჩამოწერილი ავტომოტრიცების ან 1920-30-იან წლებში გამოშვებულ სარკინიგზო ცისტერნების ბაზაზე: საგაბარიტო ჩარჩო, გვირაბების სარეცხი დანადგარი და ასენიზატორი. სამეურნეო ტექნიკიდან უძველესი ექსპონატია ლიანდაგმზომი В4 სერიის ვაგონის ბაზაზე. არსებული ვაგონი გამოშვებული იქნა Orenstein & Koppel-ის მიერ 1927 წელს როგორც СI სერიის ვაგონი ბერლინის ფართოპროფილიანი მეტროპოლიტენისთვის. 1945 წელს საბჭოთა კავშირმა 120 ცალი СI, СII, СIII ვაგონი მიიღო ბერლინის მეტროპოლიტენიდან რეპარაციის სახით მოსკოვის მეტროპოლიტენისთვის, რომელიც ამ პერიოდში ვაგონების დეფიციტს განიცდიდა. 1946-47 წლებში მოხდა ვაგონების შეკეთება და ადაპტაცია მოსკოვის მეტროს ვაგონშემკეთებელ ქარხანაში (დღევანდელი მოსკოვის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა). ვაგონებს მიენიჭათ ახალი ნომრები და სერია В: СI ტიპის ვაგონებს მიენიჭათ В1 სერია, СII ტიპის ვაგონებს В2 და СIII ტიპის ვაგონებს В3 სერია. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა 24 СI ტიპის ვაგონი, რომელიც წამოიღო საბჭოთა კავშირმა, ომის დროს იმყოფებოდა ბერლინის მეტროს დატბორილ მონაკვეთში და მათი ელექტროაღჭურვილობა სრულიად გამოუსადეგარი იყო, ამიტომ მათ მოხსნეს ძრავები და გადააკეთეს მისაბმელ ვაგონებად. ექსპლუატაციამ აჩვენა, რომ უძრავო ვაგონების ექსპლუატაცია გაუმართლებელი იყო: ძრავიან ვაგონებს არ ჰყოფნიდათ მათი გაწევის სიმძლავრე. ამიტომ 1948-49 წლებში В1 ტიპის ვაგონებზე დააყენეს ტროლეიბუსის ძრავები და მიიღეს В4 სერია. ამავდროულად კიდევ ერთხელ შეიცვალა ვაგონების ნომრები. სათადარიგო ნაწილების უქონლობის გამო В სერიების ვაგონების ექსპლუატაცია ყველაზე ხანმოკლე გამოდგა სხვა სერიებთან შედარებით და მათი ექსპლუატაციის ბოლო წელი იყო 1966, ფილის ხაზზე მოსკოვში. ვაგონების ჩამოწერის შემდეგ ნაწილი დაიჭრა და ნაწილი გადაიგზავნა სხვადასხვა მეტროდეპოებში მათი სამეურნეო მიზნებით გამოყენებით. ერთ-ერთი ასეთი ვაგონი ნომერი 163 (ყოფილი СI ნომერი 264 და В1 ნომერი 1155) აღმოჩნდა კიევში, სადაც მასზე დააყენეს სალიანდაგმზომო აპარატურა და გამოგზავნეს თბილისში 1969 წელს. დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი B-ტიპის ვაგონია ექსპლუატაციაში და ინახება გლდანის დეპოში. ხაზზე გამოდის ყოველ თვეს Еж3М ვაგონებით.

 

ხაზები

# სახელი გახსნის თარიღი სიგრძე სადგურების რაოდენობა
1 პირველი ხაზი 1966 19,6 კმ 16
2 საბურთალოს ხაზი 1979 6,8 კმ 7
3 რუსთაველი-ვაზისუბნის ხაზი უცნობია 5 კმ 5
სულ 31,4 კმ 28

სადგურების სია

პირველი ხაზი (19,6 კმ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელი დაარსდა ტიპი
1 თბილისის ზღვა პროექტში იყო მიწისქვეშა
2 მუხიანი პროექტში იყო მიწისქვეშა
3 ახმეტელის თეატრი, ყოფილი „გლდანი“ 7 იანვარი 1989 მიწისქვეშა
4 სარაჯიშვილი, ყოფილი „გურამიშვილი“ 7 იანვარი 1989 მიწისქვეშა
5 გურამიშვილი, ყოფილი „თემქა“ 16 ნოემბერი 1985 მიწისქვეშა
6 ღრმაღელე 28 ნოემბერი 1985 მიწისქვეშა
7 დიდუბე 11 იანვარი 1966 მიწისზედა, ღია, გადასასვლელი მესამე ხაზზე
8 გოცირიძე, ყოფილი „ელექტროდეპო“ 11 იანვარი 1966 მიწისზედა, ღია
9 ნაძალადევი, ყოფილი „ოქტომბერი“ 11 იანვარი 1966 მიწისქვეშა, პილონური, ღრმა
10 სადგურის მოედანი, ყოფილი „ვაგზლის მოედანი“ 11 იანვარი 1966 მიწისქვეშა, პილონური, ღრმა, გადასასვლელი მეორე ხაზზე
11 მარჯანიშვილი 11 იანვარი 1966 მიწისქვეშა, პილონური, ღრმა
12 რუსთაველი 11 იანვარი 1966 მიწისქვეშა, პილონური, ღრმა, გადასასვლელი მესამე ხაზზე
13 თავისუფლების მოედანი, ყოფილი „ლენინის მოედანი“ 6 ნოემბერი 1967 მიწისქვეშა, პილონური, ღრმა
14 ავლაბარი, ყოფილი „26 კომისარი“ 6 ნოემბერი 1967 მიწისქვეშა, პილონური, ღრმა
15 300 არაგველი 6 ნოემბერი 1967 მიწისქვეშა, პილონური, ღრმა
16 ისანი 5 მაისი 1971 მიწისქვეშა, კილონური
17 სამგორი 5 მაისი 1971 მიწისქვეშა, კოლონური
18 ვარკეთილი 9 ნოემბერი 1985 მიწისქვეშა, გადასასვლელი მესამე ხაზზე
19 ვაზისუბანი პროექტში იყო მიწისქვეშა

საბურთალოს ხაზი (6,8 კმ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელი დაარსდა ტიპი
1 სადგურის მოედანი[5], გადასასვლელი პირველ ხაზზე, ყოფილი ვაგზლის მოედანი 15 სექტემბერი, 1979 მიწისქვეშა, ღრმა
2 წერეთელი[5], ყოფილი წერეთლის გამზირი 15 სექტემბერი, 1979 მიწისქვეშა, კოლონური, ღრმა
3 ტექნიკური უნივერსიტეტი[5], ყოფილი პოლიტექნიკური ინსტიტუტი 15 სექტემბერი, 1979 მიწისქვეშა
4 სამედიცინო უნივერსიტეტი[5], ყოფილი სამედიცინო ინსტიტუტი და კომკავშირული 15 სექტემბერი, 1979 მიწისქვეშა
5 დელისი, ყოფილი ვიქტორ გოცირიძე 15 სექტემბერი, 1979 მიწისქვეშა
6 ვაჟა-ფშაველა, ყოფილი ბახტრიონი 2 აპრილი, 2000 მიწისქვეშა
7 სახელმწიფო უნივერსიტეტი[5], ყოფილი უნივერსიტეტი 16 ოქტომბერი, 2017[4] მიწისქვეშა

რუსთაველი-ვაზისუბნის ხაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

# სახელი სტატუსი ტიპი
1 საქართველოს სამხედრო გზა პროექტში იყო მიწისქვეშა
2 დიღომი პროექტში იყო მიწისქვეშა
3 დიდუბე-2 პროექტში იყო მიწისზედა
4 ემმგ პროექტში იყო მიწისქვეშა
5 ტექნიკური უნივერსიტეტი-2 პროექტში იყო მიწისქვეშა
6 ვაკე პროექტში იყო მიწისქვეშა
7 რუსთაველი-2 დაიწყო სამშენებლო გვირაბის გაყვანა, რაზეც სამუშაოები შეწყდა 1992 წელს. მიწისქვეშა
8 ზაარბრიუკენის მოედანი დახრილი საესკალატორო გვირაბი დაწყებულია, მაგრამ მშენებლობა გაიყინა 1992 წელს. კონსტრუქციები დატბორილია. მიწისქვეშა
9 ქვემო ელია სავარაუდოდ, სამშენებლო სამუშაოები არ ყოფილა დაწყებული. შუალედური სამუშაო ჭაური დატბორილია და დემონტირებული. მიწისქვეშა
10 ზემო ელია დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას რიგმა პრობლემებმა იჩინა თავი. სამუშაოები შეჩერდა, ჭაური ამოქოლილია. მიწისქვეშა
11 ვაზისუბანი დახრილი საესკალატორო გვირაბი დაწყებულია, მაგრამ მშენებლობა 1992 წელს გაიყინა. დახრილი გვირაბი დატბორილია, მაგრამ გვირაბები არსებობს. მიწისქვეშა
12 ვარკეთილი-2 აგებულია მხოლოდ გადასასვლელის ქვეშ მარაგნაკვეთი, მეორე სადგურის აღჭურვითი სამუშაოები დაწყებული არ ყოფილა; ინფორმაცია არ მოიპოვება. მიწისქვეშა
13 კახეთის გზატკეცილი პროექტში იყო მიწისქვეშა
14 მოსკოვის გამზირი პროექტში იყო მიწისქვეშა

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати