USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
«BBC russian» (დიდი ბრიტანეთი): „უკრაინის არმია კურსკის ოლქში კონტროლის ზონას აფართოებს. როგორია კიევის გეგმები?“
თარიღი:  1042

შეჭრას რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. როგორც ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“ (BBC) იუწყება, უკრაინელი სამხედროები, 8 აგვისტოს მონაცემებით, უკვე ერთ ქალაქს - რაიონულ ცენტრს სუჯას და ათობით სოფელს აკონტროლებენ. მართალია, მონაცემების გადამოწმება შეუძლებელია, თუმცა, რუსულ სოციალურ ქსელებში აღიარებენ, რომ სიტუაცია რუსეთის არმიის სარდლობისათვის  მართლაც არასახარბიელო და დამამცირებელია: უკრაინის არმიის ნაწილები საოლქო ცენტრიდან - კურსკიდან 65 კილომეტრზე იმყოფებიან და მათ კურსკის ატომურ ელექტროსადგურამდე მხოლოდ 35 კილომეტრი აშორებთ.

ბრიტანული BBC-ის რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „უკრაინის არმია კურსკის ოლქში კონტროლის ზონას აფართოებს. როგორია კიევის გეგმები?“ (ავტორი - ილია აბიშევი). გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

რატომ შეიჭრნენ უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე?

იმ დროს, როცა უკრაინის არმიის კურსკის ოლქში შეჭრილი ქვედანაყოფები მეტ-ნაკლები წარმატებით მოქმედებენ, მდგომარეობა სხვა ფრონტებზე კიევისათვის მძიმეა და კრიტიკულიც კი -  სისხლისმღვრელი ბრძოლები მიდის პოკროვსკის მიმართულებით, ტორეცკთან და ჩასოვ იართან. ჩნდება კითხვა: რით შეიძლება გამართლდეს ასეთ სიტუაციაში საუკეთესო ბრძოლისუნარიანი ნაწილების ფრონტიდან მოხსნა და მათი შეჭრა კურსკის ოლქში, ანუ ახალი ფრონტის გახსნა?

რამდენად გრძელვადიანი იქნება უკრაინის არმიის ეს ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე, ჯერ-ჯერობით ამაზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ უკვე ახლავე ნათელია, რომ ხდება ომის ესკალაცია მნიშვნელოვანი თანმდევი შედეგებით.

რუსული მხარისათვის ამ ეტაპზე მინუსები აშკარაა: საომარი მოქმედებების გადატანა „რუსულ მიწაზე“, ტერიტორიის დაკარგვა („ოკუპირება“), ნგრევა, მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოკლულებისა და დაჭრილების სახით, რუსი ტყვეების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ლტოლვილები, პანიკა და დეპრესია მოსახლეობაში ინფრასტრუქტურის განადგურება და ლოჯისტიკის დარღვევევები - მოკლედ, ომის ყველა საშინელება.

 მაგრამ რა იქნება შემდეგ?

უკრაინის შეტევა კურსკის ოლქში სარსკისებურ ანარეკლს წარმოადგენს იმ შეტევისას, რომელიც რუსებმა ამას წინათ ხარკოვის ოლქში განახორციელეს. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ უკრაინელებმა რუსების შეტევის შეჩერება მოახერხეს, რუსები კი, მეოთხე დღეა უკრაინელების სწრაფ გადაადგილებას ვერ აჩერებენ.. კურსკის ოლქის ამ ნაწილში რუსეთის არმიის ნაწილები ფაქტიურად არ არიან განლაგებულები და შეიძლება ითქვას, სუჯის რაიონი მხოლოდ მესაზღვრეების ამარა იყო მიტოვებული.

რასაკვირველია, უკრაინელების მიზანი აშკარაა - აიძულონ რუსეთის არმიის სარდლობა დონბასის ფრონტზე მყოფი ნაწილები მოხსნან და კურსკის ოლქში გადაისროლონ. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული კურსკის ატომური ელექტროსადგურის დაკავებაც (თავის მხრივ, რუსებს ზაპოროჟიეს ატომური ელსადგური აქვთ დაკავებული). გარდა ამისა, რადგანაც ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ სამშვიდობო მოლაპარაკებაზე („ყველა ომი ზავით მთავრდება“), კიევი იძულებულია დაეთანხმოს „მშვიდობის მტრედების“ მოთხოვნას და მათ დასაკმაყოფილებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგას, მაგრამ ისე, რომ მას უპირატესობა ჰქონდეს.

ამ მხრივ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მომენტს: ერთი მხრივ, რუსეთ-უკრაინის ომის რეალიები გვაჩვენებენ, რომ იმ ტერიტორიების უკან დაბრუნება, რომლებიც მოწინააღმდეგეს აქვს ხელში ჩაგდებული ძალიან რთულია, თანაც თუ შემტევმა მხარემ დაკავებული ტერიტორიის გამაგრება მოაწრო.

მეორე მხრივ - უკრაინის არმიის ყველაზე ბრძოლის უნარიანი ნაწილები კურსკის ოლქში არიან შეჭრილები და დროებითი ეფექტის ფონზე, უპერსპექტივო ბრძოლას აწარმოებენ, ამ დროს კი, იმის ნაცვლად, რომ რუსებში მარცხმა დეპრესია გამოიწვიოს, შეიძლება პირიქით მოხდეს - რუსები პატრიოტულმა გრძნობამ მოიცვას და უკრაინელებს ძლიერი დარტყმა მიაყენონ. რა იქნება შემდეგ? თუმცა ეს კითხვა უკვე უკრაინის არმიის სარდლობას ეხება, რომელმაც კრემლისათვის მოულოდნელად, ესოდენ არასტანდარტული გადაწყვეტილება მიიღო კურსკის ოლქში შესაჭრელად.

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/cm2n4qg4zdgo

 

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის