USD 2.6788
EUR 2.8583
RUB 2.8498
Tbilisi
"რუის-ურბნისის კრება" "დიდგორის მომგებმა" საზოგადოებამ უნდა ჩაატაროს და არა ენჯეოშნიკებმა.
Date:  2864

ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი თუ არა უმთავრესი ინსტიტუცია, რომლის წყალობითაც საუკუნეების მანძილზე შევძელით და მიუხედავად ყველაფრისა, შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრივი სხეული არის ქართული ეკლესია.
სწორედ ამიტომ ის იყო ყველა დროში მომხდურის, დამპყრობლის თუ შინაური მტერის მთავარი დარტყმის ობიექტი.
აქედან გამომდინარე, არც ჩვენს დროში მიმდინარე პროცესები, რომლებიც ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით არის ორგანიზებული დიდ გაკვირვებას არ იწვევს.

ეს პროცესი, რომ კარგად ორგანიზებული და დაფინანსებულია, ამაში ეჭვი არ მეპარება, რაზეც ისიც მიანიშნებს, რომ როგორც კი ანტიეკლესიური მესიჯი გამოდის საჯარო სივრცეში, მაშინვე ხდება ამ თემის მედია პედალირება.

ვინც ამ შეტევას აორგანიზებს იმას თავისი მიზნები აქვს და ეხლა მაგის განხილვას არ შევუდგები.

შეტევის მიზეზი ხდება ნებისმიერი სუბიექტური თუ ობიექტური საბაბი, რასაც სამწუხაროდ ხშირად სასულიერო პირების არასწორი ნაბიჯები თუ ქმედებები განაპირობებს..

პროცესის დაგეგმილ მიმდინარეობას კორონავირუსიც დაემატა და ამან ხომ ზენიტში აიყვანა ეკლესიაზე შეტევა,

ეკლესიისთვის, შეტევების მოსაგერიებლად თავდაცვის მუდმივ რეჟიმში ყოფნა, ბუნებრივი მდგომარეობა არაა. ამ ყოფაში შეცდომებიც ეპარება, რაც მის მიმართ კიდევ უფრო მეტად აგრესიული ოპონირების საფუძველი ხდება.

დღეს, ჩვენს მიერვე სახელმწიფოს მშენებლობის და თავისუფლების პრინციპების უგუველყოფის გამო, როგორც სამოქალაქო ისე სასულიერო ინსტიტუტები კრიზისის პროცესში არიან და ამ კრიზისიდან ერთმანეთის და ერთიანი ძალისმევის გარეშე გაგვიჭირდება გამოსვლა.

ამ ეტაპზე უმთავარესი მაინც სამოქალაქო სივრცის გაჯანსაღება და გააქტიურებაა.

აქამდე ეკლესიის და პირადად პატრიარქის ავტორიტეტით ბევრ დიდ სახელმწიფოებრივ უბედურებას ავცდით და ბევრ ხიფათსაც განვერიდეთ.
ეხლა კი საჯარო სივრცე უნდა გახდეს ძლიერი და როგორც კი სამოქალაქო სივრცე და ხელისუფლება გახდება ადეკვატური სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში, მაშინვე დაიწყება სასიკეთო პროცესები ეკლესიაშიც.

დღეს თავისი გაჭირვებია ეკლესიას და ეხლა უნდა გვერდში დგომა. მაგრამ არა დაცინვით და გინებით(არც მხოლოდ მეტანიებით), არამედ თანამშრომლობით და მკაფიო პოზიციით..

საბედნიეროდ, ეკლესიაში უმრავლესობაში არიან სასულიერო პირები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და თუ გარედან ძლიერი ზურგი ექნებათ, თვითონ მოახერხებენ იმ პრობლემების მოგვარებას, რაც დიდი ხნის განმავლობაში დაგროვდა.

სახელმწიფომ ვერ ივარგა და ვერ შეძლო პარტნიორობა, მის ურთიერთობას ეკლესიიასთან მხოლოდ ვიწრო პარტიული და პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპი განაპირობებს. არც სამოქალაქო სივრცეში არსებობს სერიოზული და გავლენიანი ჯგუფი, რომელიც პარტნიორობას გაუწევს ეკლესიას.

ხოლო პირობითი და ეკლესიასთან შეჯერებული "რუის-ურბნისის კრება" "დიდგორის მომგებმა" საზოგადოებამ უნდა ჩაატაროს და არა ენჯეოშნიკებმა.

ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ჯანსაღმა ნაწილმა, თქვას თავისი სიტყვა. ანუ მე, შენ, შენ და შენ, იმ ადამიანებმა ვისაც მიგვაჩნია, რომ რაღაცა კარგად არ არის ამ ქვეყანაში და ვისაც ამ რაღაცის გამოსწორება გვინდა. ოღონდ ისე უნდა ვთქვათ, რომ ჩვენს სიტყვას წონა ქონდეს, დამაჯერებელი იყოს და ისიც უნდა ჩანდეს, რომ ამ სიტყვის საქმედ გადაქცევის თავიც გვაქვს.

ამ ყველაფრის მორალი კი ის არის, რომ თუ შეგვიძლია და სურვილი გვაქვს, უნდა შევძლოთ ორგანიზება და შევცვალოთ საბჭოთა რეალობა ქვეყანაში, რასაც შემდეგ ყველა ინსტიტუციის გაჯანსაღება მოყვება ავტომატურად. ხოლო თუ ამის თავი არა გვაქვს, ჰაერში მუშტების ქნევას მაინც გავანებოთ თავი... დამღლელი და არაფრის მომცემი პროცედურაა ეგ.

გოგი ლორთქიფანიძე

 

sport
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს ზაგრებში იქნა მიღებული მას შემდეგ, რაც მოცემულ ინიციატივას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაუჭირა მხარი.
ძიუდოში წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს კი ხორვატიის დედაქალაქმა უმასპინძლა. ძიუდოში საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ქართველმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრებში საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებოდნენ. იოსებ ბაღათურიამ ტურნირის დასკვნით დღეს გუნდურ ასპარეზობაში გამარჯვებული ნაკრებების დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ზაგრებში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მხარდაჭერით საქართველომ ევროპის ძიუდოს კავშირის შეთავაზება მიიღო 2026 წლის აპრილში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს.
ზაგრებში ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაც ძიუდოისტად შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდად კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები დაასახელა.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way