USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
BM.GE: როგორი იქნება ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორია $250 მილიონის ინვესტიციას ჩადების შემდეგ? (ფოტოები)
თარიღი:  1330

კომპანია “დადიანი ინვესტმა”, რომელიც “არქი ჯგუფის” დამფუძნებელ ილია წულაიას ეკუთვნის, თბილისში 217,288 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება შეიძინა. აქტივი ცოტნე დადიანის გამზირის მიმდებარედ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიას მოიცავს. ნასყიდობის ხელშეკრულება 2025 წლის 16 აპრილს გაფორმდა.

ტერიტორიაზე განაშენიანების რეგულირების გეგმა ჯერ კიდევ 2022 წელს შეთანხმდა. ნაწილობრივ შეიცვალა სატრანსპორტო ზონის და რეკრეაციული სტატუსი.

ახალი ინვესტორის, ილია წულაიას თქმით, ადგილზე მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება, რომელიც საცხოვრებელ ბინებს, კომერციულ და საოფისე სივრცეებს, ასევე, კაფე-რესტორნებს და მუზეუმს გააერთიანებს.

„21 ჰა ტერიტორია დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით განაშენიანდება. სამშენებლო ფართი 420 000კვ.მ-ია, სადაც ჯამურად $250 მილიონის ინვესტიციას ჩავდებთ“, - ამბობს ბიზნესმენი.

ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიის განვითარების გეგმა ასეთი იყო და წულაიას თქმით, ამ გეგმის ფარგლებში განაშენიანდება:

  • ახლად აშენებული შენობების 75% საცხოვრებელი იქნება, 25% კომერციული.
  • ახალი შენობებიდან ყველაზე მაღალსართულიანი ნაგებობა 33-სართულიანი და 117 მეტრის სიმაღლის იქნება.
  • საშუალოსართულიანობა ახალ კვარტალში აშენებულ შენობებს 15-20 სართული ექნება.
  • საპროექტო სივრცეში არსებული შენობების ჩათვლით ახალი კვარტალი სულ 51 შენობას გააერთიანებს.
  • ჯამური საცხოვრებელი ფართობი 445 904 კვ.მ იქნება.
  • 217 288 კვადრატულ მეტრ საპროექტო ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცისთვის 21 000 კვადრატული მეტრია გამოყოფილი.
  • დაგეგმილია 3 653 მანქანისთვის მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომის მოწყობა.
  • ცენტრალური გზები იქნება 7-მეტრიანი და გზის ორივე მხარეს მოეწყობა 2.5-მეტრიანი ტროტუარები. გათვალისწინებულია ველობილიკებიც.

გრგ-ს მიხედვით ტერიტორიის განაშენიანება ასეთი იქნება:

 

 

 

შეგახსენებთ, ტერიტორია დეპუტატ ნინო წილოსანის ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ კომპანიებს - „ვილსონ გარდენს“, შპს „იუ ეს თრეიდინგ კომპანის“ და სს „ფროფგრუპს” ეკუთვნოდა; ადგილზე $250-მილიონიანი საინვესტიციო პროექტის განხორციელებას სწორედ “ვილსონ გარდენი” გეგმავდა, რომლის სამეთვალყურეო საბჭოშიც ადგილს “ლიბერთი ბანკის” აქციონერი ირაკლი რუხაძეც იკავებდა; თუმცა როგორც ირკვევა, ილია წულაიას "დადიანი ინვესტმა" ქონება "საქართველოს ბანკისგან" გამოისყიდა. აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდშიც, როცა ტერიტორია წილოსანების ოჯახის კომპანიებს ეკუთვნოდა, აქტივები “საქართველოს ბანკის” იპოთეკით იყო დატვირთული, შემდეგ კი ბანკის მოთხოვნით მას ყადაღაც ედო; რის შემდეგაც, ის ბანკის საკუთრებაში გადავიდა, რომლისგანაც ის ილია წულაიას “დადიანი ინვესტმა” შეიძინა.

წყარო:https://bm.ge/

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის