USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Tbilisi
BM.GE: რისთვის იყენებენ AI-ის ყველაზე ხშირად 2025 წელს?
Date:  211

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე მუშაობა მეცნიერებმა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყეს, მაგრამ მის შესახებ ფართო აუდიტორიამ 2022 წლის ბოლოს გაიგო, როცა OpenAI-მ ChatGPT წარადგინა. ეს თარიღი ითვლება გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, იგივე GenAI-ის ეპოქის დასაწყისად, რომელსაც ბევრი ექსპერტი მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციად მიიჩნევს.

მას შემდეგ თითქმის სამი წელი გავიდა და ტექნოლოგია, ისევე, როგორც მისი გამოყენების გზები და მიზნები, არაერთხელ შეიცვალა. ChatGPT-ის შემდეგ, ბაზარზე არაერთი სხვა AI-მოდელი გამოჩნდა, რომელთა უმეტესობა კონკრეტულ მიზანს ემსახურება, მათ შორისაა: დაავადებების აღმოჩენა და დიაგნოსტიკა, კოდის წერა, კვლევა და განვითარება, ტექსტის რედაქტირება და ზოგადი კონსულტაცია.

მერამდენე წელია, რაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გზებით ამერიკელი მწერალი და ანტრეპრენიორი, მარკ ზაო-სანდერსი ინტერესდება და ამ თემაზე Harvard Business Review-სთვის ნაშრომებს წერს. როგორც მისი 2024 წლის ნარკვევიდან გავიგეთ, იმ დროს, ყველაზე ხშირად მომხმარებლები, AI-ის ბრეინშტორმინგისთვის, თერაპიისთვის, კონკრეტული ინფორმაციის ძებნისთვის, ტექსტის რედაქტირებისთვის და იდეების გასავრცობად იყენებდნენ.

მიმდინარე წელს, ტენდენცია შემობრუნებულია და GenAI-ის გამოყენების მიზნებს შორის ჭარბობს არა პროფესიული, არამედ ადამიანური, სოციალური და საგანმანათლებლო ასპექტები. როგორც სხვადასხვა ფორუმზე გამოქვეყნებული ათასობით პოსტის ანალიზის შედეგად დადგინდა, 2025 წელს AI-ის გამოყენების მთავარი ტენდენცია — მენტალური ჯანმრთელობაა.

#1 — თერაპია და სოციალური მხარდაჭერა: როგორც პრაქტიკა აჩვენებს, AI-მოდელები ადამიანურ პრობლემებს ობიექტურად, ყოველგვარი სუბიექტური მიკერძოების გარეშე აღიქვამენ, რაც მომხმარებელს ემოციის გამოხატვას უმარტივებს და მარტოობასთან გამკლავებაში და შფოთის შემცირებაში ეხმარება. AI-სთან კონსულტაცია, მართალია, პროფესიულ თერაპიას, ჯერჯერობით, სრულად ვერ ანაცვლებს, მაგრამ ადამიანების და ხელოვნურ ინტელექტის ყოველდღიური საუბარი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

#2 — ცხოვრების ორგანიზება: ხელოვნური ინტელექტს შეუძლია ადამიანს ყოველდღიური ცხოვრების მართვაში დაეხმაროს, ანუ მისი ერთგვარი ასისტენტის ფუნქცია შეითავსოს. ამისთვის, AI-მოდელები აღასრულებენ დავალებებს, მომხმარებელს შეხვედრების და სხვა გეგმების შესახებ ახსენებენ და გრაფიკის შედგენაში ეხმარებიან. ადამიანი ასისტენტისგან განსხვავებით, AI-მოდელი ყველა დავალებას ზედმიწევნით კარგად აღასრულებს და თან 24/7-ზე მუშაობს.

#3 — ცხოვრებისეული მიზნის პოვნა: ცხოვრებაში გარდაუვალია კრიზისული მომენტები, როცა ადამიანმა არ იცის, რა უნდა გააკეთოს ან რამდენიმე ვარიანტს შორის არჩევანის გაკეთება უჭირს. ასეთ დროს, ტრადიციულად, რჩევისთვის სხვა ადამიანებს მივმართავთ, მაგრამ მათი პასუხი, შესაძლოა მიკერძოებული და მეტად დამაბნეველი იყოს. ამიტომაც, ცხოვრებისეული მიზნის პოვნისთვის ადამიანები სულ უფრო და უფრო ხშირად იყენებენ AI-მოდელებს.

#4 — სწავლის გაუმჯობესება: ადამიანები ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს სწავლების პროცესის გამარტივებისთვისაც, რადგან AI-მოდელებს შეუძლიათ ამოხსნან რთული დავალებები, უპასუხონ კითხვებს და მოირგონ ნებისმიერი სწავლების სტილი. ამასთან, ხელოვნურმა ინტელექტმა ნებისმიერ თემაზე გაცილებით მეტი იცის, ვიდრე ნებისმიერმა მასწავლებელმა, შესაბამისად მოსწავლეები AI-მოდელებს იყენებენ, როგორც მათემატიკური დავალებების ამოსახსნელად, ასევე ენების შესასწავლად და ნაშრომების დასაწერად.

#5 — კოდის წერა: გამომდინარე იქიდან, რომ AI-მოდელები მათემატიკურ ჩარჩოებში მოქმედებენ, კოდის წერა ერთ-ერთი ის საქმეა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ზედმიწევნით კარგად გამოსდის. შესაბამისად, დეველოპერები ხშირად იყენებენ AI-მოდელებს კოდის დასაწერად, შესამოწმებლად და დასარედაქტირებლად, რაც აჩქარებს პროგრამირების პროცესს და პროგრამირების უნარს ისეთ ადამიანებსაც აძლევს, რომელთაც ეს ტექნიკური ცოდნა არ აქვთ.

წყარო:https://bm.ge/

tbilisi
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way