USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ISW: პუტინმა უკრაინის პოკროვსკის დაპყრობა გადადო
Date:  452

რუსული ჯარი უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქ პოკროვსკისკენ სვლას განაგრძობს, თუმცა ჯერ უცნობია აპირებს თუ არა ის მის აღებას. ინფორმაციას ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ISW ავრცელებს.

ინსტიტუტის ვარაუდით, შესაძლოა, რუსეთის ხელისუფლებისთვის დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების საზღვრებთან მისვლა უფრო პრიორიტეტული იყო. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შესაძლოა, სამხედროებს ტერიტორიების და არა კონკრეტული დასახლებული პუნქტების დაპყრობის ამოცანები დაუსახა.

„პუტინი სულ უფრო ხშირად რუსულ შეტევას კვადრატულ კილომეტრებში წარმოაჩენს, და არა კონკრეტული დაპყრობილი დასახლებული პუნქტებით, რასაც ის ადრე აკეთებდა. სავარაუდოდ, პუტინმა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის გასცა განკარგულება პოკროვსკის აღების გადადებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც ექსპერტები გეოლოკაციის მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რუსული ჯარი დონეცკის ოლქის საზღვრიდან 10 კილომეტრშია გაჩერებული „და პუტინი, შესაძლოა, ზეწოლას ახდენს რუსეთის სამხედრო სარდლობაზე, რათა ის საზღვარს სულ უფრო მიუახლოვდეს, ვიდრე პოკროვსკს ალყა შემოარტყას“, - წერია ანალიტიკურ სტატიაში.

სტატიის ავტორების მტკიცებით, დონეცკის ოლქის დარჩენილი ნაწილის აღება პუტინის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way