USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
ნავალნი ახალი ტიპის „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და ის თვითმფრინავშივე უნდა მომკვდარიყო
дата:  1172

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ახალი მოდიფიკაციით მოწამლეს, რომლითაც ის თვითმფრინავშივე უნდა მომკვდარიყო. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გერმანული გამოცემა Die Zeit-ი წერს.

მისი ცნობით, საუბარია ნივთიერება „ნოვიჩოკის“ ახალ სახეობაზე, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი იყო ცნობილი, თუმცა ის უფრო აგრესიული და მომაკვდინებელი აღმოჩნდა, ვიდრე „ნოვიჩოკის“ სხვა ცნობილი სახეობები. მეცნიერებმა მომწამლავი ნივთიერების კვალი ნავალნის ხელებზე და წყლის ბოთლის თავსახურზე აღმოაჩინეს.

გერმანელი სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთის საიდუმლო სამსახურის აგენტმა, რომელიც ნავალნის უთვალთვალებდა, მას „ნოვიჩოკი“ ჩაიში ჩაუყარა. მათივე მტკიცებით, ნავალნი თვითმფრინავის ბორტზე უნდა მომკვდარიყო და მისი გადარჩენა განპირობებულია მხოლოდ იმით, რომ პილოტმა თვითმფრინავი ავარიულად დასვა, ხოლო ქალაქ ომსკის ექიმებმა ნავალნის დაუყოვნებლივ ანტიდოტი ატროპინი შეუყვანეს.

გერმანელი ექსპერტების ვარაუდით, ასეთი მომაკვდინებელი ნივთიერების გამოყენებით ოპერაციის ჩატარება მხოლოდ სპეცსამსახურებს შეეძლოთ.

20 აგვისტოს ქალაქ ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას, ალექსეი ნავალნი ცუდად გახდა, რის გამოც თვითმფრინავი ავარიულად, ომსკში დაეშვა, სადაც ნავალნი მოწამვლის სიმპტომებით რეანიმაციაში მოათავსეს. 22 აგვისტოს ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ მსგავსი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი გახდა, რომლის მიზანი მისი გაჩუმება იყო.

წყარო:https://www.zeit.de/

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати