USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
მერაბ მურღულია- პარიზში მცხოვრები ქართველი ადვოკატი
თარიღი:  4081

საფრანგეთში 1999 წელს ჩამოვედი ქუთაისის ცეკვის ანსამბლთან ერთად, დიჟონის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. მაშინ გავიცანი საერთაშორისო ლიცეუმის დირექტორი, რომელმაც სწავლის გაგრძელება მირჩია და დიჟონში ლიცეუმში ჩამწერა. ლიცეუმის დასრულების შემდეგ, ტულუზის უნივეტსიტეტში ჩავაბარე იურდიულ ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად რაგბის ვთამაშობდი ( 19 სეზონი ვითამაშე). უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პარიზში გადავედი საცხოვრებლად, სადაც ადვოკატურის ძალიან რთული გამოცდები ჩავაბარე.

ორი წელი გავატარე პარიზის საადვოკატო სკოლაში. პირველ საადვოკატო ოფისში საგადასახადო სპეციალობით სამი წელი ვიმუშავე. საგადასაადო სამართლის პრობლემა ის იყო, რომ სიტყვით გამოსვლა ძალიან იშვიათად მიწევდა. შემდეგ პრესტიჟულ კონკურში მივიღე მონაწილეობა, რომ სისხლის სამართლის მძიმე საქმეებზე მემუშავა. პარიზის ბაროში ( Barreau de Paris ) წელიწადში მხოლოდ 12 ადვოკატია, ვისაც ტერორიზმის და სხვა მძიმე საქმის ჩამდენის დაცვის მონოპოლია აქვს, მეც მათ შორის ერთ-ერთი მდივანი ვიყავი. ეს არის პარიზული სპეციფიკა, რაც სხვაგან არსად არსებობს.

აქ გავიცანი კარიმ ლაუაფი, ჩემი ამჟამინდელი პარტნიორი, რომელთან ერთადაც ჩამოვაყალიბე საადვოკატო კაბინეტი “Khiasma Avocats”. საავტორო უფლებების მიმართულებით მესამე პარტნიორიც შემოგვიერთდა და კიდევ უფრო გაძლიერდა ჩვენი გუნდი. ამჟამად მხოლოდ სისხლის სამართალს საქმეებზე ვმუშაობ, თუმცა ძველ კლიენტებთანაც ვაგრძელებ საგადასახადო სამართლის მიმართულებით საქმიანობას. ყველა სახის კრიმინალურ საქმეზე მიმუშავია (განსაკუთრებით ტერორისტულ საქმეებზე, ბევრი ექსტრემისტი ფრანგი დაბრუნდა სირიიდან და კონფერენციის მდივანი ვიყავი ამ პერიოდში). ძალიან იშვიათად დამიცავს დაზარალებური მხარე, რადგან ფრანგულ პროცედურაში ყველაფერი პროკურორს მიჰყავს. ჩვენს პროფესიაში აუცილებელია გქონდეს გაზიარების და ადამიანის გაგების გრძნობა, უნდა გჯეროდეს იდეალის. შენ იცავ ადამიანს თავისი წარსულით და გავლილი გზით, არა მის ჩადენილ აქტს, რაც ხალხს ხშირად ეშლება.როდესაც შენს კლიენტს 30 წელი ელოდება, ყველაფერი შენს სიტყვაზეა დამოკიდებული.

დარბაზში, სიტყვით გამოსვლის დროს, ერთ საათში სამი კილო შეიძლება დაიკლო. ადვოკატი ბოლო ჯებირია ადამიანისთვის. ამავე დროს ყოველდღიურად ძალიან ბევრი სიახლე და მასალაა “შესასრუტი”. საჭიროა სინთეზური აზროვნება, რომ მთავარი ინფორმაცია დაიმახსოვრო. სისტემის, ლოგიკის და ორგანიზაციის შედარება უნდა შეგეძლოს. ყოველდღიურ სწავლას მოაქვს პროგრესი. ამ ყველაფრის მიუხედავად არ უნდა დაივიწყო, რომ ოფისის შემდეგ (მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დრო აღარ გრჩება), მნიშვნელოვანია მეგობრები, ბარები, ქეიფი და სპორტი.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის