USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Тбилиси
MDF-მა ₾1.4 მილიარდის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველებაზე ₾56-მილიონიანი ტენდერები გამოაცხადა
дата:  

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (MDF) გამოაცხადა ოთხი ელექტრონული ტენდერი ფონდის მიმდინარე პროექტების ზედამხედველობის თაობაზე, რომელთა ჯამური ღირებულება 56 მილიონი ლარია.

საუბარია სამშენებლო კონტრაქტების კერძო ზედამხედველობაზე, რამაც აღნიშნული პროექტების ჩაბარების ხარისხი უნდა უზრუნველყოს, რადგანაც სახელმწიფო საინჟინრო სამუშაოებს სწორედ კერძო ზედამხედველის დასკვნის საფუძველზე იბარებს. განცხადებების თანახმად, ტენდერები 1.4 მილიარდი ლარის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას შეეხება.

რეგიონი ტენდერის სავარაუდო ღირებულება (GEL) საზედამხედველო სამუშაოები შემდეგი ღირებულების პროექტებს შეეხება (GEL)
სამეგრელო-ზემო სვანეთი 11,560,000 ლარი; 289,000,000 ლარი;
მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი 12,520,000 ლარი; 313,000,000 ლარი;
თბილისი, კახეთი და ქვემო ქართლი 13,663,811 ლარი; 346,000,000 ლარი;
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 18,360,000 ლარი; 459,000,000 ლარი;
ჯამი 56,103,811 ლარი; 1,407,000,000 ლარი;

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტ კომპანიებს მოეთხოვებათ, ჰქონდეთ ზედამხედველობის მომსახურების სფეროში არანაკლებ 4,000,000.00 GEL-ის ჯამური ღირებულების შესრულებული სამუშაოების მინიმალური გამოცდილება. მომსახურების ვადა გრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2029 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

экономика
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

более
голосование
Кстати