USD 2.6121
EUR 3.0465
RUB 3.1360
თბილისი
III კვარტალში ადგილობრივმა ტურისტებმა ₾400 მილიონი დახარჯე
თარიღი:  499

2025 წლის მესამე კვარტალში ადგილობრივი ტურისტების მიერ შიდა ვიზიტების დროს დანახარჯებმა ₾399.5 მილიონი შეადგინა, რაც 2.8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - ამის შესახებ საქსტატის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკის პუბლიკაციაში ვკითხულობთ.

15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას, ყველაზე დიდი ხარჯი საყიდლების კატეგორიაზე მოდიოდა. ადგილობრივმა ტურისტებმა ამ კატეგორიაზე ₾128.8 მილიონი დახარჯეს. საყიდლების წილი მთლიან ხარჯებში 73.9% იყო.

მეორე მაღალხარჯიანი კატეგორია საკვები და სასმელი იყო, რომელზეც საქართველოს რეზიდენტებმა ₾111.6 მილიონი დახარჯეს, რაც მთლიანი ხარჯების 27.9%-ს შეადგენს.

საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას ადგილობრივმა ტურისტებმა ტრანსპორტზე ₾63.4 მილიონი დახარჯეს. შესაბამისად, ამ კატეგორიაზე მთლიანი ხარჯების 15.9% მოდის.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის