USD 2.7438
EUR 3.1924
RUB 3.4831
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი - განვადებით მშენებლობების დაწყების მიზნით, სამშენებლო კომპანიებს წინადადებების პაკეტს შესთავაზებს
თარიღი:  922

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გრძელვადიანი განვადებით მშენებლობების დაწყების მიზნით, მთავრობამ მშენებელი კომპანიებისთვის წინადადების პაკეტი შეიმუშავა, რაც მათ ერთი კვირის განმავლობაში წარედგინებათ. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანაში ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.

„ჩემი დავალების მიხედვით ეკონომიკურმა გუნდმა უკვე გაამზადა პაკეტი, რომელიც შეეთავაზება მშენებელ კომპანიებს უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში. საკითხი ეხება გრძელვადიანი განვადებებით მშენებლობების დაწყებას. ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს ქვეყანაში, ამ კრიზისის და გამოწვევების ფონზე. ამას პირდაპირ უკავშირდება დასაქმების პროგრამა, რომელზეც აპრილიდან აქტიურად, ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობას და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თბილისი
ვაკის გამგეობა - უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს
უხვი ნალექით გამოწვეული პრობლემების მოგვარება ვაკის რაიონში 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. გამგეობის წარმომადგენლები, საქალაქო სამსახურებთან და კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, მონიტორინგსა და ადგილზე შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ.
 
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს შიდა ქუჩების თოვლისგან დასუფთავება, საერთო ჯამში, რეაგირება განხორციელდა რამდენიმე ათეულ ქუჩაზე, სადაც მოსახლეობის გადაადგილება განსაკუთრებით პრობლემური იყო.
 
ამ დროისთვის, 50-მდე ქუჩაზე გზა გასუფთავებულია, ხოლო 20-ზე მეტ მისამართზე სამუშაოები დაგეგმილია
.
ასევე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული, საფრთხის შემცველი ხეების სხვლა, დამუშავება და გატანა. მერიის ცხელი ხაზის და საგანგებო სამსახურის, 112-ის საშულებით, დაახლოებით, 200-ზე მეტი შეტყობინება შემოვიდა.
 
მოსახლეობას შევახსენებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ მერიის ცხელ ხაზზე, ნომერზე 032 2 72 22 22.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის