USD 2.6638
EUR 3.1012
RUB 3.6306
Тбилиси
OVS Kids-ი საქართველოში მაღაზიებს ხურავს
дата:  1360

“ქვეყანაში არსებული ეკონომიური სიდუხჭირიდან გამომდინარე მომხმარებლების მხრიდან სამოსზე მოთხოვნა საკმაოდ შემცირებულია” - ასე პასუხობს “ჯითექსის” დირექტორი გიორგი ბასილაძე კითხვას, თუ რატომ იხურება სწრაფი ტემპით კომპანიის მაღაზიები.

ბასილაძე აღნიშნავს, რომ მსყიდველუნარიანობის შემცირებამ კომპანიის გაყიდვების მაჩვენებლებიც შეამცირა, რამაც კომპანიის ბაზარზე ოპერირება გაართულა.

“იძულებულები ვართ, რომ ობიექტები დავხუროთ, უკვე სამი ობიექტი დავხურეთ, როგორც თბილისში ასევე ბათუმში და მომდევნო თვენახევრის განმავლობაში კიდევ ორი დაიხურება" - განაცხადა “ჯითექსის” დირექტორმა.

“ჯითექსი” OVS–ს, Terranova-ს, კოლიზეონის და Penti ფრენჩაიზერია და ამჟამად 33 მაღაზიას აერთიანებს.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати