USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
BM.GE: Microsoft-მა შეფასებით Apple-ს გადაუსწრო და რეიტინგში #1 ადგილი დაიკავა
თარიღი:  1062

პლანეტის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში დიდი ცვლილებაა - ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებულმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა საბაზრო შეფასებით სტივ ჯობსის და სტივ უოზნიაკის მიერ დაფუძნებულ Apple-ს გადაუსწრო და გლობალურ ჩამონათვალში 1-ელი ადგილი დაიკავა.

ამჟამინდელი მდგომარეობით, Microsoft-ის კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 260 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო Apple-ის შეფასება 3 ტრილიონ 80 მილიარდი დოლარია. რეიტინგში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება მიმდინარე კვირას კომპანიების მიერ ფინანსური შედეგების გასაჯაროებასთან არის დაკავშირებული.

როგორც ცნობილია, 2025 წლის პირველ კვარტალში Microsoft-მა $70 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო მოგებამ კოლოსალური 25 მილიარდ 800 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს მნიშვნელოვნად აღემატება.

შედარებისთვის, Apple-მა ამავე პერიოდში 95 მილიარდ 400 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა კომპანია სამომავლო პროგნოზების გაუარესებაზე მიუთითებს და ტიმ კუკი აცხადებს, რომ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა Apple-ის ხარჯებს მომავალ კვარტალში მინიმუმ 900 მილიონი დოლარით გაზრდის.

საერთო ჯამში, Microsoft-ის მხრიდან მოლოდინების გადაჭარბებამ მისი აქციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, Apple-ის გაუარესებულმა სამომავლო პროგნოზმა კი პირიქით - მისი კაპიტალიზაცია შეამცირა, ამიტომაც პლანეტის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში დღეს ეს მნიშვნელოვანი ცვლილება ვიხილეთ.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის