USD 2.6975
EUR 3.1140
RUB 3.4222
Tbilisi
BM.GE: Microsoft-მა შეფასებით Apple-ს გადაუსწრო და რეიტინგში #1 ადგილი დაიკავა
Date:  858

პლანეტის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში დიდი ცვლილებაა - ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებულმა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Microsoft-მა საბაზრო შეფასებით სტივ ჯობსის და სტივ უოზნიაკის მიერ დაფუძნებულ Apple-ს გადაუსწრო და გლობალურ ჩამონათვალში 1-ელი ადგილი დაიკავა.

ამჟამინდელი მდგომარეობით, Microsoft-ის კაპიტალიზაცია 3 ტრილიონ 260 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო Apple-ის შეფასება 3 ტრილიონ 80 მილიარდი დოლარია. რეიტინგში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება მიმდინარე კვირას კომპანიების მიერ ფინანსური შედეგების გასაჯაროებასთან არის დაკავშირებული.

როგორც ცნობილია, 2025 წლის პირველ კვარტალში Microsoft-მა $70 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 13%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო მოგებამ კოლოსალური 25 მილიარდ 800 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზს მნიშვნელოვნად აღემატება.

შედარებისთვის, Apple-მა ამავე პერიოდში 95 მილიარდ 400 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა კომპანია სამომავლო პროგნოზების გაუარესებაზე მიუთითებს და ტიმ კუკი აცხადებს, რომ ტრამპის სატარიფო პოლიტიკა Apple-ის ხარჯებს მომავალ კვარტალში მინიმუმ 900 მილიონი დოლარით გაზრდის.

საერთო ჯამში, Microsoft-ის მხრიდან მოლოდინების გადაჭარბებამ მისი აქციების მკვეთრი ზრდა გამოიწვია, Apple-ის გაუარესებულმა სამომავლო პროგნოზმა კი პირიქით - მისი კაპიტალიზაცია შეამცირა, ამიტომაც პლანეტის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში დღეს ეს მნიშვნელოვანი ცვლილება ვიხილეთ.

World
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი - ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ისრაელთან დაკავშირებულ გემს დაარტყა, - განცხადებას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ავრცელებს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმა დრონის გამოყენებით განახორციელეს, რის შემდეგაც გემზე ხანძარი გაჩნდა.

„დრონით დარტყმა ჰორმუზის სრუტეში სიონისტურ რეჟიმთან დაკავშირებულ გემზე განხორციელდა. გემს, MSC Ishyka-ს ცეცხლი გაუჩნდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ისრაელს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way