USD 2.6693
EUR 3.1079
RUB 3.7655
Tbilisi
BMG: იანვრის მონაცემებით, ქართულ ბანკებში ₾66.8 მილიარდის დეპოზიტებია განთავსებული - სებ
Date:  354

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2026 წლის იანვრის ბოლოსათვის 66.83 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 116.73 მილიონი ლარით, 0.17%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.23%-ით ნაკლები).

საქართველოს ეროვნული ბანკის დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების მიხედვით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 15.81% შეადგინა. იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 687.72 მილიონი ლარით გაიზარდა, ანუ 2.21%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.20%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 804.46 მილიონი ლარით, ანუ 2.24%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 2.35%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის იანვრის ბოლოსათვის 52.62% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.35 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.38 პროცენტული პუნქტით) გაიზარდა.

იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.19% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 9.07%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.38%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.04%, ხოლო ევროს წილმა 20.21% შეადგინა.

წყარო:https://bm.ge/

society
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
 ამა წლის 29 მაისს, საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, რომელმაც მის უწმინდესობას მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო. მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
 გადაწყვეტილება საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი მთავრობისა და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way