USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
თბილისი
"BMG": იანვარში საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი ნახატები და ქანდაკებები იყო - სრული რეიტინგი
თარიღი:  765

2025 წლის იანვარში საქართველოში იმპორტმა 1.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45%-ით მეტია. იმპორტის ასეთი მატება განაპირობა საქართველოში ნახატებისა და ქანდაკებების იმპორტის რეკორდულმა მაჩვენებელმა, კერძოდ იანვარში ქვეყანაში შემოვიდა 481 მილიონი დოლარის ღირებულების ნახატები, რაც წლიურად 2 მილიონი პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო ქანდაკებების იმპორტის მოცულობამ 33 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 75 ათასი პროცენტით არის გაზრდილი. ჯამში ქანდაკებები და ნახატები 516 მილიონ დოლარს შეადგენდა 1.6 მილიარდიანი იმპორტიდან.

რაც შეეხება სხვა დანარჩენ საქონელს, ავტომობილების იმპორტი 151 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 23%-ით არის შემცირებული. მესამე პოზიციაზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 107 მილიონით, რომელიც წლიურად 33%-ით არის გაზრდილი, ხოლო მეოთხე პოზიციას ბუნებრივი აირი იკავებს 74 მილიონი დოლარით.

საქართველოს მთავარი საიმპორტო საქონელი 2025 წლის იანვარში

# საქონელი იმპორტის მოცულობა ზრდა/კლება წინა წელთან
1 სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული $481 მილიონი; 2,004,058%
2 მსუბუქი ავტომობილები $151 მილიონი; -23%
3 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $107 მილიონი; 33%
4 ბუნებრივი აირი $74 მილიონი; 9%
5 მედიკამენტები დაფასოებული $48 მილიონი; -20%
6 ქანდაკებების და სტატუეტების დედნები ნებისმიერი მასალისაგან $33 მილიონი; 75,388%
7 მობილური ტელეფონები $20 მილიონი; -40%
8 სატვირთო ავტომობილები $14 მილიონი; -11%
9 არმატურა $11 მილიონი; -55%
10 ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა $10 მილიონი; 14%
11 დანარჩენი საქონელი – სულ $655 მილიონი. 7%

წყარო:bm.ge

საზოგადოება
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის