USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Тбилиси
«The Times» (დიდი ბრიტანეთი): „ანტიევროპელი პოპულისტები მზად არიან, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ“
дата:  

დიდი ბრიტანეთის გაზეთ „თაიმსში“ (The Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ანტიევროპელი პოპულისტები მზად არიან, რომ ევროპარლამენტის არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ“ (ავტორი - ბრუნო უოტერფილდი). „ევროკავშირში ახლო მომავალში შეიძლება ტექტონიკური პოლიტიკური ძვრები მოხდეს - ზაფხულში დაგეგმილ ევროპარლამენტის არჩევნებში შეიძლება პოპულისტურმა ულტრამემარჯვენე ძალებმა გაიმარჯვონ, რითაც ევროკავშირში მრავალწლიანი ცენტრისტული კონსენსუსი დაირღვევა“, - ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ბერლინის ანალიტიკური ცენტრის პროგნოზის თანახმად, გამოკითხვები აჩვენებენ, რომ კონსერვატორები, ნაციონალისტები, უკიდურესად მემარჯვენეები და ევროსკეპტიკოსები ევროპულ საზოგადოებაში სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობენ. ივნისისათვის, როცა ევროპარლამენტის კონტინენტური არჩევნების თარიღი მოახლოვდება, ისინი შეიძლება ერთ დიდ ევროპულ ოპოზიციურ დაჯგუფებად ჩამოყალიბდნენ - სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ  ევროკავშირის წევრ ქვეყნებში როცა ევროპარლამენტის არჩევნები გაიმართება, მათ უმრავლესობაში პოპულისტი პოლიტიკოსები გაიმარჯვებენ.

„პოპულისტური დარტყმითი ტალღა“ დაფარავს საფრანგეთს, იტალიას, პოლონეთს, ნიდერლანდებს, ბელგიას, უნგრეთს, ავსტრიას, სლოვაკეთს და ჩეხეთს, რითაც ევროკავშირში ცენტრისტული კონსენსუსი დაირღვევა. გარდა მისა, პროგნოზების მიხედვით, ის პარტიები, რომლებიც ოდესღაც ექსტრემისტულად და მარგინალურად იყვნენ მიჩნეული, მეორე ადგილს დაიკავებენ გერმანიაში, შვედეთში, ლატვიაში, ესტონეთში და ბულგარეთში ჩატარებულ ევროპარლამენტის არჩევნებში, ხოლო მესამე ადგილს - პორტუგალიაში.

სამომავლო ცვლილებებეი ბლოკში შეშფოთებას იწვევს. „იმის რისკი, რომ ევროპა უმართავი გახდება, სრულიად რეალურია“, - ამბობს საფრანგეთის საგარეო საქმეტა მინისტრი სტეფან სეჟურნე, რომელიც ემანუელ მაკრონის პარტიის „აღორძინების“ ლიდერია და იმავდროულად ევროპარლამენტის დღევანდელ შემადგენლობაში ცენტრისტულ ჯგუფს „ევროპულ განახლებას“ ხელმძღვანელობს.

ამ დროს კი ევროკავშირის ზოგიერთი მაღალჩინოსანი პოლიტიკოსი, ჟოზეპ ბორელის ჩათვლით, ყურადღებას არ აქცევს პოპულისტური მოძრაობის გაძლიერებას და მსზე ფიქრით „თავს არ იტკივებენ“. ისინი ამ ყველაფერს „ჰორმონალური სპაზმებით“ და „დეზინფორმაციის გავრცელებით“ ხსნიან, რომლებიც ევროპელებში დაბნეულობა შეაქვთ.

მაგრამ ბრიუსელელი ანალიტიკოსი, პროფესორი ფრანკ ფურედი თვლის, რომ პოპულისტების მომრავლების ნამდვილი მიზეზი ამომრჩეველთა უკმაყოფილებაა - იმ რიგითი ამომრჩევლებისა, რომლებსაც „დიდი ხნის განმავლობაში ქედმაღლურად უყურებდნენ და მათ ინტერესები იგნორირებული იყო“.

„პოლიტიკური მიწისძვრა ევროპაში სწრაფად ახლოვდება. მილიონით ევროპელი ამბობს: „გვეყოფა ამდენი მოთმენა, ჩვენ მეტად აღარ ვენდობით იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც თავი მოგვაბეზრეს და ყელში გვყავს ამოსული. დგება პოპულარული იდეების მქონე ადამიანებისადმი ნდობის მომენტი“, - ხაზს უსვამს ექსპერტი.

წყარო: https://www.thetimes.co.uk/article/anti-eu-populists-poised-to-dominate-in-european-elections-brtrh5hp2

 

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати