USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ფინეთი და შვედეთი 5 ივლისს, ნატო-ში გაწევრიანების ოქმს ოფიციალურად ხელს მოაწერენ
Date:  1109

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ფინეთი და შვედეთი 5 ივლისს, ნატო-ში გაწევრიანების ოქმს ოფიციალურად ხელს მოაწერენ. აღნიშნულის შესახებ გენერალურმა მდივანმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დასკვნით დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გადაწყვეტილება, რომ ქვეყნები შეუერთდნენ სამხედრო ალიანსს, უკვე მიღებულია.

ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანების ოქმი 30 პარლამენტის მიერ უნდა იყოს რატიფიცირებული, რათა ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანება მოხდეს.

კითხვაზე, იბრძოლებს თუ არა ალიანსი იმისათვის, რომ შეინარჩუნოს ერთიანობა სხვადასხვა წევრთან ერთად, სტოლტენბერგმა განაცხადა: „თქვენ ყოველთვის იპოვით განსხვავებებს და ჩემთვის ეს არ არის სისუსტე... ჩვენ დემოკრატიული ერები ვართ“.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წევრები ძირითადი საკითხების გარშემო გაერთიანდნენ.

შეგახსენებთ, 29 ივნისს, ნატო-ს მადრიდის სამიტის მე-2 დღეს, ნატო-მ შვედეთი და ფინეთი ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვია.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way